აგროსიახლეები

საგრანტო კონკურსი მესაქონლეობის სექტორში

საგრანტო კონკურსი მესაქონლეობის სექტორში კონკურსი მიზნად ისახავს:

ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდას;

პროდუქციის წარმოების შემდგომ დამუშავებასა და შენახვას;

პროდუქტიულობის გაუმჯობესებას;

ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;

განმცხადებელმა თანადაფინანსების სახით უნდა განახორციელოს პროექტის მთლიანი ღირებულების 50%.

SQIL პროექტისადმი მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75,000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (₾) და არ უნდა იყოს 10,000 აშშ დოლარზე ნაკლები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 ივნისი

სრული ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3GdAeSw 

მოთხოვნაზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტი – ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL) მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებას რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში. პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ.