FAO _ საჰექტარო მოსავლიანობის დონე საქართველოს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, თუ როგორია ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაჩვენებლები საქართველოში.
დოკუმენტის თანახმად, ძირითადი სასურსათო ნედლეულის წარმოება ქვეყანაში საოჯახო მეურნეობებში ხდება.
მაგალითად, ადგილობრივი ლობიოს 99% საოჯახო მეურნეობებში მოჰყავთ, სიმინდისთვის ეს 94%-ია, კარტოფილისთვის – 98%.
საოჯახო მეურნეობები კი თავის მხრივ, მცირემიწიანობით გამოირჩევა და მათზე მაღალი ეფექტიანობის მიღწევა რთულია, ამის გამო, ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.
მოსავლიანობის სრული სტატისტიკა ასე ნაწილდება:
• კარტოფილი – მოსავალი 2021 წელს 235 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 14.3 ტონა;
• სიმინდი – მოსავალი 2021 წელს 233 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 3 ტონა;
• ხორბალი – მოსავალი 2021 წელს 136 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 2.7 ტონა;
• ლობიო – მოსავალი 2021 წელს 4 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 0.7 ტონა;
• პომიდორი – მოსავალი 2021 წელს 57 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 13.8 ტონა;
• კიტრი – მოსავალი 2021 წელს 30 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 12.7 ტონა;
• ხახვი – მოსავალი 2021 წელს 8.4 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 8 ტონა;
• საზამთრო – მოსავალი 2021 წელს 64.1 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 31.4 ტონა;
• ნესვი – მოსავალი 2021 წელს 10 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 13 ტონა.
ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი
წყარო: https://bm.ge/ka