კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გასაზრდელად
სახელმწიფო თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონში მრავალწლოვანი ბაღები 1200 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა.
„აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით „დანერგე მომავალი“ სარგებლობს. მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა 133 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი ბაღები უკვე 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებულია და ეს ფართობები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაც, რაც იძლევა საშუალებას, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გაჩნდეს ჩვენს ბაზარზე, გაიზარდოს მეორადი წარმოება და ამავე დროს, დივერსიფიცირებული ბაზრების პირობებში, კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე“, _ განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი ფერმერმა კობა ჭულუხაძემ 9 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48,550 ლარია;
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაკლოვან კულტურებს, ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,455 ჰა -ზეა გაშენებული. თანადაფინანსება 39,166,940 ლარს შეადგენს.
იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 1.2 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან კაკლოვნები 207 ჰა -ზეა გაშენებული, თანადაფინანსება კი – 863,839 ლარია.
სოფლის განვითარების სააგენტო / RDA
იმერეთის მხარე