აგროსიახლეები

ახალგაზრდობა სოფლის ასაღორძინებლად ემზადება 

პირველად საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროფესიების და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კახეთის საჯარო პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ში სოფლის ხუთდღიანი საგანმანათლებლო ბანაკი გაიმართა.

საგანმანათლებლო ბანაკი, სადაც მონაწილეობა საქართველოს რვა მუნიციპალიტეტიდან (ქედა, ხულო, ბორჯომი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო) სკოლის მოსწავლეები მიიღეს , პროექტ „სოფლის აღორძინება ახალგაზრდების ჩართულობით” ფარგლებშიც განხორციელდა.

3სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

საგანმანათლებლო ბანაკში წარმატებულმა ფერმერებმა სკოლის მოსწავლეებს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიღწევები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, ფერმის თანამედროვე მართვისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობები გაუზიარეს.

პროექტის შემაჯამებელ დღეს, რუისპირის ბიოდინამიკურ მეურნეობაში ვიზიტი განხორციელდა.

რუისპირის ბიოდინამიკურ მეურნეობაში შეკრებილი სკოლის მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ვენახის წარმოებას ბიოდინამიკური მეთოდებით , ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს.

პროექტის “სოფლის აღორძინება ახალგაზრდების ჩართულობით” მთავარი მიზანი- სოფლის მეურნეობის პროფესიების და პროფესიული განათლების პოპულარიზებაა.

Mari Kodua