თხის ჯიშები
მსოფლიოში სულ 148 ჯიშის თხაა აღრიცხული. საწარმოო კლასიფიკაციით მათ 5 ჯგუფად ყოფენ.
სამატყლო ჯიშები _ რომელშიც შედის ანგორის, მურგუზი, საბჭოური სამატყლე თხა;
სათივთიკე ჯიშები _ ალტაური, სოიხა, ორენბურგული და სხვ.
სარძევე ჯიშები _ ზაანენური, ტოგენბურგული, ალპიური, მეგრული;
სახორცე ჯიშები _ ბენგალიის შავი, შანსი, სერანა, ბურების.
კომბინირებული ჯიშები – ამ ჯგუფში გაერთიანებულია პლანეტის სხვადასხვა კონტინენტის აბორიგენული უხეშბეწვიანი თხები, რომლებისგანაც აწარმოებენ რძეს, ხორცს, მატყლს, თივთიკს.
ჩვენთან ძირითადად მოშენებულია მერძეული მიმართულების თხა. ვინაიდან თხის რძე, ისევე როგორც ძროხისა, კაზეინის შემცველია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ შეიცავს ალფა-1S-კაზეინს, რომელიც რძეზე ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე. კაზეინი ამინმჟავებით გაჯერებული ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ითვისებს და ასევე ნელა გამოდევნის.
მერძეული ჯიშები
მეგრული თხა
თხის უძველესი ჯიშია. გამოყვანილია ხალხური სელექციით, მრავალი საუკუნის მანძილზე, ხალასჯიშიანი მოშენების გზითა და სარძეო პროდუქტიულობაზე გათვლილი გადარჩევით. საკმაოდ მალმწიფადია. ბიოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია მაღალტენიანი კლიმატისადმი შეგუებისა და ძნელადმისადგომი, მაღალმთიანი, კლდიანი, აგრეთვე კოლხეთის დაჭაობებული ბარის ეკალ-ბარდიანი და შამბნარიანი საძოვრების ათვისების უნარი.
ნაკლებად მომთხოვნია მოვლა-შენახვისა და კვების პირობებისადმი, ხასიათდება დაავადებებისადმი მაღალი რეზისტენტობით, აგრეთვე, კარგი ჯოგური და დედობრივი ინსტინქტით.
თხებისათვის – 1,5-2,0 მ², სარემონტო მოზარდისათვის – 1,5მ², ჭედილებისათვის – 1,5მ². თხის ნორმალური კვებისას საკვებურების საერთო სიგრძეს ადგენენ საკვებურებთან სულადობის ერთდროულად მისვლისას დაკავებული ადგილით (ერთ სულზე ერთი საკვებური), ხოლო საკვებზე თავისუფლად მისვლისას გათვალისწინებულია 2 სული ერთ საკვებურზე. საწყურვებლების საერთო სიგრძე განისაზღვრება 50 სულით ერთ საწყურვებელ ადგილზე.
ზამთრის პერიოდში თხის კვებაში დიდი მნიშვნელობა აქვს თივას, განსაკუთრებით წვრილღეროიანებს. ისინი კარგად ჭამენ საგაზაფხულო ქერის, შვრიისა და ფეტვის ნამჯას და შედარებით ცუდად – საშემოდგომოს, განსაკუთრებით ჭვავის ნამჯას. უხეში საკვების სახით, თივის სადღეღამისო ნორმის ნახევარი შეიძლება მიეცეს ნეკეროვანი საკვები (გამშრალი ხის ტოტები ფოთლებით – ალვის, ვერხვის, ნეკერჩხლის, აკაციის, არყის, ტირიფის, თხმელას, ცაცხვის, ცირცელისა და სხვა). ულუფის შემადგენლობაში უხეში საკვების გარდა შეაქვთ წვნიანი საკვები – სილოსი, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა, საკვები საზამთრო, ტურნეფსი, კარტოფილი, აგრეთვე მინერალური დანამატები და ვიტამინოვანი პრეპარატები.
ულუფის სტრუქტურაში წვნიანმა საკვებმა შეიძლება დაიკავოს 40%-მდე. მაკეობის პერიოდში სრულფასოვნად ითვლება ულუფა, რომელიც შედგება 1,5-2 კგ კარგი თივისაგან და 0,4-0,5 კგ კონცენტრატისაგან, მაგრამ ლაქტაციის პერიოდში თივის ნაწილს ცვლიან სილოსით 2-3 კგ-მდე დღე-ღამეში. ზაფხულის პერიოდში უხეშ და წვნიან საკვებს ცვლიან მწვანე საკვებით – 5-7 კგ-მდე დღე-ღამეში, კონცენტრირებული საკვები უკეთესია მთლიანად შეიცვალოს კომბისაკვებით.
კომბისაკვების სამაგალითო რეცეპტი (%-ად მასის მიმართ) ასეთია: ქერი – 30, შვრია – 13, ხორბალი – 12, ხორბლის ქატო – 20, მზესუმზირის შროტი – 3, ბამბის შროტი – 8, საკვები საფუარი – 3, ბალახის ფქვილი – 7, ფტორგაცლილი ფოსფატი – 2, სუფრის მარილი – 1, პრემიქსი – П 85-1-1.
1კგ ასეთი კომბისაკვები შეიცავს: 1 ენერგეტიკული საკვები ერთეული, 10 მჯ სამიმოცვლო ენერგიას და 128 გრ მონელებად პროტეინს. 1 კგ პრემიქსი შეიცავს: A ვიტამინს – 1 მლ სე, D ვიტამინს – 100 ათას სე, E ვიტამინს – 1 გრ, გოგირდს – 200, რკინას – 2,5, მანგანუმს – 4, თუთიას – 3 გრ, სპილენძს – 250 მგ, კობალტს – 100, იოდს – 100 და სელენს – 15 მგ.
მაკეობის მეორე პერიოდსა და დადოლების (თიკნის მოგე – ბის) პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვების ხარისხს. მოგების დამთავრებისთანავე დედას ეძლევა სასმე – ველის (სალაფავის) სახით ხორბლის ქატო, კარგი თივა, მცირე რაოდენობით (1 კგ-მდე დღე-ღამეში) ჭარხალი ან სტაფილო. კვების ჩვეულებრივ ტიპზე მაწოვარი თხა გადაჰყავთ 5-7 დღის განმავლობაში.
მეგრული თხის ჯიშში განასხვავებენ ორ ტიპს – მთისას და ბარისას.
მთის ტიპის ცხოველები უფრო დიდტანიანები და სარძეო-სახორცე პროდუქტიული მიმართულების არიან. ვაცის სიმაღლე მინდაოში 70 სმ, ცოცხალი მასა კი 60-70 კგ- ია, დედალი თხის (ნეზვის) შესაბამისად 65 სმ და 45-50 კგ; თავის მხრივ, ბარის ტიპის თხა სარძეო პროდუქტიული მიმართულებისაა და ხასიათდება ნაზი კონსტიტუციით. ვაცების ცოცხალი მასაა 50-55 კგ, ნეზვებისა კი 35-38 კგ.
სხეული დაფარულია მოკლე 3-4 სმ სიგრძის უხეში ბეწვით, საფარი თივთიკს საერთოდ არ შეიცავს. რქები მეგრულ თხას საკმაოდ გრძელი და ხმლისებრ მოხრილი აქვთ.
ცხოველების უმეტესობა (64%) თეთრი ფერისაა. გვხვდება ჩალისფერი, შავი, ნაცრისფერი და წითური ფერის ინდივიდებიც.
მდედრები საკმაოდ ნაყოფიერები არიან. ყოველი ხუთი ნეზვიდან ტყუპს იგებს ორი (ნაყოფიერება 130-140%). ლაქტაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 250 დღეა, იწველის 300-400 კგ რძეს, 4-4,5% ცხიმით.
ზაანენური თხა
გამოყვანილია შვეიცარიაში. დღეისათვის ცნობილი თხის ჯიშებს შორის ყველაზე მაღალპროდუქტიულია. მსოფლიო რეკორდი მიღწეულია ავსტრიაშია – 3507 კგ რძე.
გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. კარგ შედეგს იძლევა ადგილობრივი ჯიშების სარძეო პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში.
ზაანენურის ცოცხალი მასა – ბოტი – 65-90 კგ, ნეზვი – 50-65 კგ; ნაყოფიერება – 1.5 – 2.0; ლაქტაციის პერიოდი – 290 – 305 დღე; მერძეულობა – 1200 – 1700 ლ.
ტოგენბურგული ჯიშის თხა
ტოგენბურგული ჯიში გამოყვანილია შუა შვეიცარიის დასავლეთ რაიონებში მრავალწლიანი სელექციის შედეგად. ტოგენბურგული ჯიშის თხა მცირე ზომისაა: დედალი 66 სმ, 45-55 კგ. ბოტი 71 სმ, 60-80 კგ.
იქიდან გამომდინარე, რომ იგი გამოყვანილია მაღალმთიან რეგიონში, ხშირად საკმაოდ გრძელი მატყლი აქვს და კარგად ეგუება ცივ კლიმატს.
სარძეო პროდუქტიულობა 800-1000 კგ (ზოგიერთი 1200) ლაქტაციის პერიოდი 280-305 დღე, ცხიმიანობა საშუალოდ 3,5-4%. ნაყოფიერება საშუალოდ 2 თიკანი ერთ დედა თხაზე.
სათივთიკე ჯიშები
ორენბურგული და დონისპირული
ეს ჯიშები გამოირჩევა უბადლო სათივთიკე პროდუქტიულობით. ისინი, საშუალოდ, წელიწადში გვაძლევენ 400-800 გრ-მდე განსაკუთრებული სინაზის თივთიკს (18-19 მკმ).
თივთიკის ჩამოვარცხნა ხდება წელიწადში ორჯერ. ორივე ჯიშის წარმომადგენლები ტანით პატარები არიან – დედლები 25- 30 კგ, მამლები 35-40 კგ.
სამატყლო ჯიშები
ანგორული თხა
ანგორულ თხას გააჩნია გრძელი ერთგვაროვანი ძლიერ ტალღოვანი მატყლი, რომლის საშუალო სიგრძე 18-25 სმ-ია, ზოგჯერ 35 სმ-საც აღწევს.
მატყლი ნახევრად ნაზია 44-46 ხარისხით (გავრცელებული სახელი მოჰერი).საშუალო ნაპარსი 3-4 კგ-ია, სუფთა ბოჭკოს გამოსავალი 80-85%.
დედლები იწონიან 32-35კგ-ს, მამლები 50-55კგ-ს. ანგორულის ხორცი ძალიან გემრიელია. თუმცა, მისი მერძეულობა დაბალია – 130კგ.
„მეცხოველეობა“