აგროსიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „მწვანე ჯილდოს” კონკურსს აცხადებს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებლების გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს  შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან  „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი.

სპეციალური კომისია საუკეთესო ათეულს შეარჩევს. გამარჯვებული მასწავლებელი და აღმზრდელი/მეთოდისტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გამოვლინდება.

კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დეტალების გაცნობის მიზნით, აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის გაიმართება ონლაინ ღია კარის დღე.