როგორ მოვიწიოთ კიტრის უხვი და ხარისხიანი მოსავალი, რა სასუქი უნდა გამოვიყენოთ დამატებით
იმისთვის, რომ კიტრის უხვი მოსავალი მივიღოთ ნაყოფი კი ხრაშუნა და გემრიელი იყოს, უკვე მე-4 წელიწადია მცენარეების გამოსაკვებად მარტივ, მაგრამ ძალიან ეფექტიან სასუქს ვიყენებ და შედეგითაც ძალზე კმაყოფილი ვარ.
კიტრის მცენარის დამატებით გამოსაკვებად ვამზადებ ბორის მჟავაზე დამზადებულ მკვებავ ხსნარს და ვიყენებ ფოთლოვანი გამოკვებისთვის, ვასხურებ მცენარეს, ვუნამავ ფოთლებს. ეს სასუქი გამოირჩევა მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით. იგი ასევე გამოდგება პომიდვრის, წიწაკის და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული მცენარეების გამოსაკვებად.
სათანადოდ და დროულად გამოყენების შემთხვევაში ბორის მჟავა საგრძნობლად ზრდის ბოსტნეულის სანაყოფე კვირტების რაოდენობას, აუმჯობესებს ნაყოფის გემოს და საგრძნობლად ზრდის ნაყოფიერ კიტრის რაოდენობას.
მკვებავი ხსნარის მისაღებად, ჭურჭელში ჩაასხით 10 ლიტრა თბილი წყალი, დაამატეთ 0,5 ჩაის კოვზი ბორის მჟავა (იყიდება აფთიაქში) და კარგად აურიეთ ხსნარი და შეასხურეთ მცენარეებს.
პროცედურა სეზონის განმავლობაში ტარდება სამჯერ: ყვავილის გაშლამდე; ყვავილობის პერიოდში და მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე.
სასუქი სრულებით უვნებელია.
სცადეთ თქვენც!
გისურვებთ უხვ მოსავალს!
ვლადიმერ ხორუგაშვილი,
მოყვარული ფერმერი