დარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TV

ბროკოლის ჯიშები,  მოთხოვნები ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ

ბროკოლის კულტურა იყოფა საადრეო, საშუალო და გვიანი ვეგეტაციის ჯიშებად. ვეგეტაციის პერიოდი 75-დან 140 დღემდე გრძელდება.

ჯიშები განსხვავდება ნაყოფის სიდიდითა და ფორმით.

 ქვემოთ მოცემულია ქართულ ბაზარზე არსებული ბროკოლის რამდენიმე სახეობის მოკლე დახასიათება.

ლარსონი – Larsson F1 _ ბროკოლის ჰიბრიდი. სავეგეტაციო პერიოდი – 85-90 დღე გადარგვიდან. თავის მასა 0.4 – 0.6 კგ. განკუთვნილია შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის. კარგად უმკლავდება არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს. გამოირჩევა ფუზარიოზის მიმართ რეზისტენტობით. 1-ჰა-ზე რეკომენდებულია 25 000 ათასი მცენარე, სქემით 0.8 მX0.5მ.

ბროკოლი 111111111111111

 ფიესტა – Fiesta F1 _ ვეგეტაციის პერიოდი – 80 დღე. თავის წონა – 0. 8-1. 0 კგ. ჯიშის ჰექტარზე რეკომენდებულია 40-45 ათასი მცენარე. ახასიათებს არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობა. მედეგია ფუზარიოზისადმი.

t_seeds012a

ლაკი – Lucky F1 _ ჰიბრიდის ვეგეტაციის პერიოდი – 71 დღე. თავის წონა – 0. 8-0. 9 კგ. ჰა-ზე რეკომენდებულია 40-45 ათასი მცენარე. თავის ფორმა – მრგვალი. ხასიათდება ფუზარიოზისადმი მედეგობით.

t_seeds012a

კორატო – Corato _ ვეგეტაციის პერიოდი – 65-75 დღე, თავის წონა – 0.35 – 0.65 კგ. თავის ფორმა – გუმბათოვანი. აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა. გამძლეა დაავადებების მიმართ. სასაქონლო სახეს ინარჩუნებს დიდხანს.

29

ბროკოლის მოთხოვნები კლიმატური პირობების მიმართ

ბროკოლის ზრდა-განვითარებისათვის მინიმალური 5, ხოლო ოპტიმალური ტემპერატურა 16-200C-ის ფარგლებშია. ბროკოლი ცივ ბოსტნეულთა რიცხვს მიეკუთვნება და ადვილად იტანს რამდენიმედღიან წაყინვებს. საქართველოში შესაძლებელია ბროკოლის როგორც საადრეო (აპრილი-ივნისი), ასევე საგვიანო (აგვისტო-ნოემბერი) ჯიშების წარმოება. ასევე შესაძლებელია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ამ კულტურის ზაფხულის თვეებში მოყვანა. თუ დღიური ტემპერატურა 28-30C გრადუსს აღემატება, მაშინ ბროკოლის თავის პატარა ბუტონები (თანაყვავილედი) ყვითელი ფერის ყვავილებად იშლება და ნაყოფი სასაქონლე სახეს კარგავს.

ბროკოლის კულტურის მოთხოვნა ნიადაგის მიმართ

სხვა ბოსტნეული კულტურების მსგავსად, ბროკოლის მოსაყვანად საჭიროა კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი. მისი არის-რეაქცია ბროკოლის კარგი წინამორბედია სიმინდი, აგრეთვე თავთავიანი, ბაღჩეული და პარკოსანი კულტურები. ბროკოლის დარგვა არ არის რეკომენდებული იმ მინდვრებზე, სადაც წინა წლებში კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო ან პომიდორი მოვიყვანეთ. რეკომენდირებულია ბროკოლი დავრგოთ ერთსა და იმავე ადგილას 2-3 წლის ინტერვალით.

ნიადაგის მარილიანობის გავლენა ბროკოლის მოსავლიანობაზე

ბროკოლი

მოსავლის შემცირება პროცენტი

0 10 25

50

2.8 მმოლ/სმ

3.9 მმოლ/სმ 5.5 მმოლ/სმ

8.2 მმოლ/სმ

(pH) რეკომენდებულია 6.3 – 6.8 დიაპაზონში. ბროკოლი ნიადაგის მარილიანობისადმი ტოლერანტულ კულტურად ითვლება. თუმცა, თუ ნიადაგის მარილიანობა გადასცდება 2.8 მმოლ/სმ-ს, მოსავლის მკვეთრი შემცირება იწყება.