დარგებიმეცხოველეობა

ფურის მობილური საწველი აპარატით წველის პროცესი

მნიშვნელოვანია, ფერმერმა გაანალიზოს, რომ ორგანიზებული ფერმერობა, ისევე როგორც ყველა სხვა საქმიანობა, საჭიროებს შესაბამისი სტანდარტული პროცედურების დანერგვას და ეს ეხება მანქანურ წველასაც.

მწველავის შეცვლის შემთხვევაში ფერმაში წველის პროცესები ზუსტად იგივენაირად უნდა წარიმართოს, როგორც მანამდე იყო დანერგილი და აქ მწველავს რაც შეიძლება, ნაკლები პირადი ინტერპრეტაციის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამისათვის, ორგანიზებულ ფერმებში შემუშავებულია ე.წ. წველის პროტოკოლები, რაც იმას ნიშნავს, რომ წველის რუტინა, რაც არ უნდა ყოველდღიურობაში იყოს გადაზრდილი, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და დოკუმენტირებული და ყველა თანამშრომელი ვალდებულია მაქსიმალურად ზუსტად დაიცვას პროტოკოლში აღწერილი პროცესები. ასევე, ახალი თანამშრომლის მიღებისას ინსტრუქტაჟი გამარტივებულია დოკუმენტირებული პროტოკოლის მეშვეობით. წინამდებარე სახელმძღვანელოს შესაბამის თავში დეტალურადაა მოცემული წველის თანმიმდევრობა და პროცედურები.

1) ცურის მექანიკური დასუფთავება და ჩამობანვა

წველის პროცესის დაწყებამდე, აუცილებელია ცურის მომზადება. იგი უნდა გასუფთავდეს მექანიკური დაბინძურებისაგან, ჩამოიწმინდოს ან ჩამოიბანოს თბილი წყლით.

18 ცურის ჩამობანა

ცურის მობანვა თბილი წყლით მნიშვნელოვანი ეტაპია, რა დროსაც ხდება ცურის მასაჟი და წველის რეფლექსის სტიმულირება. პროცედურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეკეულებისა და მაღალპროდუქტიული მეწველი ფურებისათვის.

•    ცურის დაბალი და საშუალო დაბინძურების შემთხვევაში, ჭუჭყის მოშორების მიზნით, ცურთითები უნდა ჩამოიწმინდოს წყლით დანამული ან კარგად გაწურული ინდივიდუალური ტილოს გამოყენებით. ასეთ დროს ცურს გამშრალება არ სჭირდება.

•    ცურის ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ცურის ჩამობანა, რა დროსაც სასურველია თბილი წყლის (35-40°C) გამოყენება, რადგან ცივი წყლით ჩამობანვისას ფური იკავებს რძეს.

•            ცურის ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში თითოეულ ძროხაზე საჭიროა 2 ინდივიდუალური ტილოს გამოყენება – სველი და მშრალი.

ჰიგიენური წველის უზრუნველსაყოფად, სასურველია, თითო ძროხაზე გათვლილი იყოს 4 ინდივიდუალური ხელსახოცი – 2 ხელსახოცის გამოყენება დილის წველისას, ხოლო მომდევნო 2 საღამოს წველისას. შესაბამისად, შუალედებში ხდება გამოყენებული ხელსახოცების სათანადო რეცხვა და შრობა.

2) კუდის დაბმა

წველის დროს, ფური ხშირად ამოძრავებს კუდს და დისკომფორტს უქმნის მწველავს, ასევე, კუდმა, შესაძლოა, კვლავ დააბინძუროს გასუფთავებული ცური და საწველი აპარატი. ამისათვის, სასურველია კუდის ძროხის ფეხზე დაბმა სპეციალური წვრილი ბაწრით.

კუდის დაბმა 19

3) ცურთითების წველის წინა დამუშავება

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ცურზე არსებული ბაქტერიების რძეში გადასვლა, საქონლის წველამდე უნდა მოხდეს ცურითითების დეზინფექცია ანტისეპტიკური ქაფით/სითხით. ამისათვის, მცირე მოცულობის ანტისეპტიკური ხსნარი თავსდება სპეციალურ ჭიქაში, რაშიც ხდება მისი აქაფება. საჭიროა გამოყენებულ იქნას სპეციალურად ამ დანიშნულებისთვის წარმოებული ქაფი/სითხე (ძირითადად, მცენარეული) რომლის ნარჩენებიც რძეში არ გადადის.

ამის შემდეგ ცურთითები უნდა მოთავსდეს სადე- ზინფექციო ჭიქაში 30 წამის განმავლობაში.

4) ცურის გამშრალება

იმ შემთხვევაში თუ მოხდა ცურის დასველება, უნდა მოხდეს მისი გამშრალება ერთჯერადი ხელსახოცით ან სუფთა მრავალჯერადი ტილოს გამოყენებით. აუცილებელია, თითოეული მრავალჯერადი ტილო გამოყენებულ იქნას 1 საქონელზე, რომ არ მოხდეს მასტიტის გავრცელება ერთი ფურიდან მეორეზე.

5) რძის პირველადი ნაკადის ჩამოწველა

რძის სადინარი მილების გაწმენდის მიზნით, წველის დაწყებამდე უნდა ჩამოიწველოს რძის პირველადი ნაკადი. ვინაიდან რძის სადინრებში შესაძლოა დარჩენილი იყოს დიდი რაოდენობით ბაქტერიები და ამ ბაქტერიების სადგომის იატაკზე დაღვრის შემთხვევაში იზრდება საქონლის დაინფიცირების რისკი, ამისათვის, რძის პირველ ნაკადს ჩამოწველიან მცირე ზომის რაიმე ჭურჭელში. ჩამოწველა საშუალებას იძლევა, დვრილის არხი გათავისუფლდეს რძის საცობისაგან, ამასთან, მასტიტების არსებობის შემთხვევაში გამოვლინდეს რძეში ფანტელების, სისხლის მინარევის, ლორწოს არსებობა და სხვა ცვლილებები.

6) ცურის სტიმულაცია (მასაჟი)

რძის პირველი ნაკადის ჩამოწველის შემდეგ, რძის სწრაფი და სრული გამოყოფის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს ცურის სტიმულაცია. წველისწინა მოსამზადებელი მასაჟი ტარდება ორივე ხელის მოვლებით ცურის მარჯვენა ნახევარზე და რამდენჯერმე ხელის მოსმით და ზელვით ქვევიდან ზევით, შემდეგ ზევიდან ქვევით. იგივე კეთდება მარცხენა ნახევარზეც. ამის შემდეგ ტარდება ცურთითების მასაჟი, რძის გამოუწველად, ცურთითზე ხელს რამდენჯერ მოჭერით და ზევით აწევთ, როგორც ამას ხბო აკეთებს. მოსამზადებელი მასაჟი გრძელდება 30 წამი. ცურის მასაჟის დროს თავის ტვინის დანამატი (ჰიპოფიზი) გამოყოფს ჰორმონს ოქსიტოცინს, რომელიც იძლევა რძის მიწოდების სიგნალს (ნებართვას). ოქსიტოცინი სისხლთან ერთად მიეწოდება სარძევე ჯირკვლებს, იწვევს ალვეოლების ვარსკვლავისებური უჯრედების შეკუმშვას, რომელიც რძეს ალვეოლებიდან გამოწურავს რძის მსხვილ სარძევე არხში და ცისტერნებში.

პატარატის გამართვა

7) საწველი აპარატის მომზადება

წველის დასაწყებად საჭიროა აპარატის ჩართვა დენის ქსელში და ძრავზე არსებული გამშვები ღილაკის გადაწევა. ძრავის ჩართვის შემდეგ სისტემაში ვაკუუმიის შესაქმნელად საჭიროა კოლექტროზე არსებული ღილაკის ამოწევა. 5-8 წამის შემდეგ აპარატში საკმარისი ვაკუუმის დონე იქმნება. წნევის შემოწმება ვაკუუმმეტრის მეშვეობით ხდება. ის უნდა უახლოვდებოდეს მასზე დატანილ სპე- ციალურ მწვანე ნიშნულს. აპარატის ტექნიკურ პასპორტში აღნიშნულია აღჭურვილობის ოპტიმალური სამუშაო წნევის დონე, თუ წნევა მაღალი ან დაბალია, მას აკორექტირებენ ვაკუუმ-რეგულატორის მეშვეობით.

8) ცურზე საწველი აპარატის მიერთება

ცურს საწველი აპარატი უნდა მიუერთდეს სტიმულაციის (მასაჟის) დაწყებიდან 60-90 წმ-ის შემდეგ. ცურზე ჩამოსაკიდ სისტემას ხელში იღებენ საწველი ჭიქებით ქვემოთ, აჭერენ კოლექტორის სარქველს, ჭიქებში დგება ვაკუუმი, რის შედეგადაც აპარატი მზადაა რძის გამოსაწველად. აპარატში ჰაერის მოხვედრის რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, კლასტერის ცურთითზე წამოცმისას, ჰაერის შეწოვის შესაჩერებლად, უნდა მოხდეს კლასტერის მილების მოკეცვა. ჭიქების მორგება უნდა განხორცილედეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, უსაფრთხოდ და ჰიგიენურად. საწველი ჭიქების სწორად მორგებისას არ უნდა ისმოდეს ჰაერის შეწოვის ხმა.

საწველი აპარატაებიალდკფალსდჯფლასდკჯფლ;ასდჯფლ;ა

შემდეგ საწველ ჭიქებს მიიტანენ ცურთან, თითით მიმართავენ დვრილს ჭიქისკენ, ვაკუუმი ჩაიწოვს ცურთითებს. საწველი სისტემის სწორი მიერთება ფურის ცურზე უზრუნველყოფს რძის თანაბარ და ეფექტიან გამოწველას. რძის გადაქაჩვას აკონტროლებენ გამჭვირვალე სარძევე მილებიდან ან ჭიქის გამჭვირვალე უბნიდან. თუ რძე კლებულობს, წველის დრო მთავრდება. მანქანური წველის შემდეგ ცურთითებში შეიძლება დარჩეს გარკვეული რაოდენობის (დაახლოებით 100 მლ) რძე, დარჩენილი რძე შესაძლებელია ჩამოიწველოს ხელით. ერთი ფურის უშუალოდ წველა უნდა გაგრძელდეს საშუალო 6-8 წუთი. ცურთითებიდან ჭიქების ჩამოვარდნის შემთხვევაში აპარატს უთიშავენ ვაკუუმის სისტემას, დაბინძურებულ ჭიქებს რეცხავენ და კვლავ ამაგრებენ.

9) საწველი აპარატის მოხსნა

რძის გაცემის შეწყვეტის შემდგომ საწველი აპარატი უნდა მოიხსნას დროულად (რძის ჭავლის მინიმუმამდე შემცირების შემდე) რათა არ მოხდეს მისი მშრალად მუშაობა. წველის დასრულების შემდეგ იხსნება ჭიქები ცურიდან კოლექტორზე არსებულ სარქველის ღილაკზე ხელის მიჭერით. ჭიქების მოხსნის შემდეგ მომჭერს ან სარქველს აღებენ 1-2 წამით ჭიქაში დარჩენილი რძის გამოსაწოვად. არ შეიძლება საწველი ჭიქების მოხსნა ძალით, ან ვაკუუმის არსებობის, ანუ შლანგზე ღია მომჭერის ან კოლექტორზე ღია სარქველის დროს, რადგან ამ დროს

ტრავმირდება ცურთითები და დვრილები. რამდენიმე წამში აპარატში დგება ნორმალური წნევა. აპარატის ნორმაზე მეტი დროით დატოვება ფურში ტკივილის შეგრძნებასა და რძის მოცემის შეფერხებას იწვევს. ამ დროს იზრდება წველის ხანგრძლივობა და მცირდება გამოწველის სისრულე, ტრამვირდება დვრილები, რამაც ძროხების მასტიტით დაავადება გამოიწვიოს.

10) ცურთითების წველის შემდგომი დამუშავება

წველის შემდეგ, მასტიტების და ცურის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცი- ლებელია სპეციალური ჭიქის მეშ- ვეობით ცურთითების დამცავ ანტისეპტიკურ ხსნარში მოთავსება და დამცავი სილიკონით დაფარვა, რომელიც კეტავს დვრილებს და იცავს ცურს ბაქტერიის შეღწევისგან

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ცურთითი ატროფირებული ან დაავადებულია საწველი ჭიქისთვის უნდა მოხდეს საცობის გამოყენება.

ფურებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცურისა და დვრილების ხილული დაზიანება ან არსებობს მასტიტით დაავადების ეჭვი, ცურის ჯანმრთელ მეო- თხედებს წველიან აპარატით, ხოლო დაავადებულებს ხელით ცალკე ჭურჭელში. დასნებოვნებული მეოთხედებიდან მიღებულ რძეს ანადგურებენ, ხოლო ჯანმრთელი მეოთხედებიდან მიღებულ რძეს ადუღებენ და იყენებენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მოზარდეულის საკვებად.

„წველის საუკეთესო პრაქტიკა და მობილური საწველი აპარატის მოხმარება“,

სახელმძღვანელო, ვეტკომპანია „როქი“,

ავტორები: მიხეილ ჭიჭაყუა, დავით ბოსტაშვილი, ლიკა ჭიჭაყუა,

(SQIL) ლაშა ავალიანი, 

პროექტი _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში _ საქართველო“