როგორ გვეხმარება GAP კარგი მოსავლის მიღებასა და ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებაში
ნიადაგის ნაყოფიერება, ძირითადად, მასში ორგანული ნივთიერებების და მათთან დაკავშირებული მიკროორგანიზმების შემცველობის შენარჩუნებასა და მისი რაოდენობის გაზრდას გულისხმობს.
ნიადაგის მაღალნაყოფიერებას უზარმაზარი გავლენა აქვს კულტურის წარმატებულ განვითარებაზე: კულტურები ავლენენ წარმოების უმაღლეს პოტენციალს, გამოირჩევიან დაავადებებისა და მავნებლების მიმართ წინააღმდეგობის მაქსიმალური უნარით, საუკეთესოდ ითვისებენ წყალს.
ორგანული ნივთიერება აკავებს ტენს ქვიშიან ნიადაგში, არბილებს თიხნარ ნიადაგს, მიკროორგანიზმებს აძლევს არსებობის საშუალებას და ნიადაგს აწვდის მინერალებს. ადეკვატური რეინტეგრაცია შესაძლებელია, თუ ჰექტარზე, დაახლოებით, 10 ტონა ნაწილობრივ მომწიფებულ ნაკელს გამოვიყენებთ.
კარგი ალტერნატივაა მწვანე მასის ჩახვნა (სიდერაცია) (ცხრ.). ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია კომპოსტირებული ნაკელის და/ან მწვანე ბიომასის შეტანის შედეგად მაქსიმალურად გავზარდოთ ნიადაგში ორგანული ნივთიერებები.
ნამჯის დაწვა დაუშვებელია!
ცხრილი. ზოგიერთი სიდერანტი მცენარის მახასიათებლები |
||||
დასახელება |
შესაფერისი ნიადაგი: | ნიადაგის არის რეაქცია (pH) | ფესვთა სისტემის ტიპი |
კგ/ჰა ან ჰლ/ ჰა |
Lupinus albus – ლუპინი |
ფხვიერი |
მჟავიანი | ღრმა |
180 კგ |
Vicia faba minor – ცერცვი წვრილთესლა |
ყველა |
ტუტოვანი | საშუალო |
140-180 კგ |
Vicia sativa – ცერცველა |
ყველა |
ტუტოვანი | საშუალო |
100-150 კგ |
Vicia villosa – ზამთრის ცერცველა |
ქვიშიანი თიხნარი |
ტუტოვანი | საშუალო |
80-90 კგ |
Trifolium incarnatum – წითელი სამყურა |
ოდნავ კირქვიანი |
მჟავიანი | ღრმა |
50-60 კგ |
T. alexandrinum – ალექსანდრიული სამყურა |
თიხნარი |
ტუტოვანი | ღრმა |
25-30 კგ |
T. squarrosum – სამყურა |
ყველა |
ტუტოვანი | ღრმა |
15 კგ |
Trigonella phoenum graecum – უცხო სუნელი |
მძიმე |
ტუტოვანი | საშუალო |
30-60 კგ |
Lathyrus sativus – ცულისპირა |
ყველა |
ნეიტრალური | საშუალო |
2 ჰლ |
L. cicera – ცერცვი |
ყველა |
ნეიტრალური | საშუალო |
2 ჰლ |
Avena sativa – შვრია |
თიხნარი კგ |
ნეიტრალური | საშუალო |
100-120 |
Hordeum vulgare – ქერი |
თიხნარი |
ნეიტრალური | საშუალო |
110 კგ |
Sinapis alba – თეთრი მდოგვი |
კირქვიან იქვიშიანი |
ტუტოვანი | საშუალო |
15-20 კგ |
ბოსტნეულის მოყვანის სანიმუშო
სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა