სკვინჩა – იგივე ნიბლიაა
ქალაქებში ალბათ ხშირად არ გხვდებათ თვალში, მაგრამ როგორც კი აცივდება და თბილისის ირგვლივ მთებზე ჩამოთოვს, სკვინჩებიც მალევე ჩამოდიან ქალაქებში.
ერთი შეხედვით შეიძლება ეს ფრინველი ბეღურაში აგერიოთ, განსაკუთრებით მდედრი, მაგრამ როგორც კი მათ ფრთაზე 2 თეთრ ზოლს დაინახავთ, უმალ მიხვდებთ რომ ეს სკვინჩაა.
გარდა ამისა, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს მამრის ხასხასა, მკვეთრი მოვარდისფრო შეფერილობა ზაფხულში, თუმცა ზამთარში ის შეფერილობას იცვლის და შედარებით უფერულდება.
სკვინჩების ძირითად საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს ღია ტყეები, ბაღები და სკვერები. არ ერიდება ადამიანით დასახლებულ ტერიტორიებს.
იკვებება ძირითადად მცენარეთა თესლებით, ხილითა და კენკრით. გამრავლებისა და ბარტყების გამოზრდის პერიოდში, მათ საკვებ რაციონს მწერებიც ემატება.
გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ფოტოები, თუკი შეგიმჩნევიათ სკვინჩები ქალაქში, ანდაც მომავალში შეამჩნევთ მათ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). პროექტი ხორციელდება ბუნების კონსერვაცია საქართველოს მიერ.
წყარო: Nature Conservation Georgia