საქართველოდან აგრო-სასურსათო საქონლის ექსპორტი, შარშნდელთან შედარებით, გაზრდილია
2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 787.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება.
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 2.2%-ით მეტია.
გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვის და დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში. 2023 წლის 7 თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი) ასე გამოიყურება:
-
ღვინის ექსპორტის ღირებულება – 150.5 მლნ აშშ დოლარი (24.3%-იანი ზრდა);
-
სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 98.8 მლნ აშშ დოლარი (46.1%-იანი ზრდა);
-
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება – 77.1 მლნ აშშ დოლარი (38.2%-იანი ზრდა);
-
უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 67.1 მლნ აშშ დოლარი (62.5%-იანი ზრდა);
-
მოცვის ექსპორტის ღირებულება – 18.2 მლნ აშშ დოლარი (118%-იანი ზრდა);
-
ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ღირებულება – 36.0 მლნ აშშ დოლარი (65%-იანი ზრდა);
-
ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება – 15.3 მლნ აშშ დოლარი (66%-იანი ზრდა);
-
თევზის ცხიმის ექსპორტის ღირებულება – 15.2 მლნ აშშ დოლარი (35%-იანი ზრდა);
-
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება – 9.7 მლნ აშშ დოლარი (38%-იანი ზრდა);
-
დაფნის ექსპორტის ღირებულება – 9.0 მლნ აშშ დოლარი (21%-იანი ზრდა);
-
ლოკოკინის ექსპორტის ღირებულება – 368.3 ათასი აშშ დოლარი (49%-იანი ზრდა);
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.