აგროსიახლეები

იმერული ღვინის კონკურსი

იმერული ღვინის კონკურსი დასრულდა. კონკურსში 32 ღვინის კომპანია და 120 ღვინო მონაწილეობდა. დიდი ოქროს მედლები 7 მეღვინეს გადაეცა, ოქროს მედალი აიღო 9 მეღვინემ, 17 კი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
 გუშინ, ქუთაისში, სასტუმრო „Gelati Residence“-ში იმერული ღვინის კონკურსში გამარჯვებული ღვინოებისა და მეღვინეების დაჯილდოება გაიმართა.

DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის მიერ, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით, უკვე მეორე წელიწადია ტარდება იმერული ღვინის კონკურსი, რომლის მთავარი იდეაა რომ იმერეთს, როგორც ღვინის მწარმოებელ რეგიონს, ჰქონდეს ნიშნული ღვინის მსოფლიო რუკაზე.

კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტების მიხედვით ჩატარდა.

იმერული ღვინის კონკურის 2222222222222222222

წლეულს პირველად ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ,  ოცდათორმეტი ღვინის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ასოცი ნიმუშისგან, საუკეთესო იმერული ღვინოები  შეარჩია.

შვიდმა ღვინომ დიდი ოქროს ჯილდო დაიმსახურა:

იმერეთის მარგალიტი (ზესტაფონი-კვალითი) – ალერსი (ციცქა) ქვევრი;

იმერეთის მარგალიტი (ზესტაფონი-კვალითი) – ცოლიკოური;

ღვინო სოლომონე (ჭიათურა) – ციცქა-ცოლიკოური (მუხაში დავარგებული);

ფერაძის მარანი  (მცხეთა -სოფელი არმაზი) – ცოლიკოური, ქვევრი;

ჭური ჩინებული (ზესტაფონი – მეორე სვირი) – კრახუნა;

ჭური ჩინებული (ზესტაფონი – მეორე სვირი) – კრახუნა – მწვანე;

ვინოართანა (ბაღდათი -წითელხევი) – ოცხანური საფერე.

იმერული ღვინის კონკურის333333333333333333

ოქროს ჯილდო მიენიჭა ცხრა ღვინოს:

ჭური ჩინებული (ზესტაფონი-მეორე სვირი) ციცქა;

ღვინო სოლომონე (ჭიათურა) ციცქა ცოლიკოური;

ორკოლი ვაინერი (სამეგრელო – სოფელი მუხური) ცოლიკოური;

ფერაძის მარანი (მცხეთა- სოფელი არმაზი) ცოლიკოური;

მარანი „ზოდი”  (ჭიათურა – სოფელი ზოდი) ცოლიკოური (ქვევრი);

ბარბალეს მარანი (თბილისი) ცოლიკოური (ქვევრი);

ბარბალეს მარანი (თბილისი) ციცქა-ცოლიკოური;

ჭური ჩინებული (ზესტაფონი-მეორე სვირი) ოცხანური საფერე-საფერავი (ქვევრი);

ვარციხის მარანი (ბაღდათი-სოფელი ვარციხე) ალადასტური.

თოთხმეტმა ღვინომ აიღო ვერცხლის ჯილდო:

მარანი „ზოდი” (ჭიათურა-სოფელი ზოდი) ციცქა (ქვევრი);

ჭური ჩინებული (ზესტაფონი-მეორე სვირი) ციცქა (ქვევრი);

მეღვინეობა „ნიოსები” (თერჯოლა-სიქთარვა) ლილია (ციცქა- ცოლიკოური – კრახუნა);

დავით ლელაძის საოჯახო მარანი (ბაღდათი) ცოლიკოური;

ბაგრატის ქართული ღვინო (ბაღდათი-წითელხევი)- ცოლიკოური (ქვევრი);

ლომთაძის ოჯახის ღვინო (ლეჩხუმი – სვირის ვენახების ღვინო) ცოლიკოური;

ორკოლი ვაინერი ცოლიკოური (ქვევრი);

შოთიკო ებანოიძის მარანი (ბაღდათი-დიმი) ციცქა-ცოლიკოური (ქვევრი);

ღვინო სოლომონე (ჭიათურა) კრახუნა;

ღვინო სოლომონე (ჭიათურა) კრახუნა (ქვევრი);

მარანი „ზოდი” (ჭიათურა-სოფელი ზოდი) ქვიშხური (ქვევრი);

ვარციხის მარანი (ბაღდათი-სოფელი ვარციხე) ოცხანური საფერე(ქვევრი);

საზანოს ღვინო (თერჯოლა -ზედა საზანო) ოცხანური ნახევრად ტკბილი (ქვევრი);

უჩას ღვინო (საჩხერე – მახათაური) ძელშავი (ქვევრი);

ღვინო სოლომონე (ჭიათურა) ძელშავი (ქვევრი) 2022 წ;

დავით ლელაძის საოჯახო მარანი (ბაღდათი) ალადასტური-ოცხანური საფერე 2022 წ.

იმერული ღვინის კონკურის4444444444444444444

კონკურსის მიზანია „იმერული ღვინო“ ასოცირდებოდეს მისი წარმოების უძველესი კულტურის და ტრადიციების მქონე რეგიონთან სულ უფრო რეალურია, იმერული ღვინის კონკურსი საშუალებას იძლევა საჭირო და ჯანსაღი კონკურენციის ფონზე თვალი ვადევნოთ იმერული ღვინოების ხარისხის ამაღლების და იმერეთში ღვინის ტურიზმის განვითარების შეუქცევად პროცესს.

წყარო: DMO Imereti