აგროსიახლეები

ჭაჭის ფესტივალი 2023

 კახეთში ფესტივალი „ჭაჭა 2023″ იმართება, იუწყება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, თელავში ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს ტარდება.

ჭაჭა 2023 333333333333333333333333333333333333333333

 

„ჭაჭა” ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც  კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან, ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები, მცირე მარნები, ფერმერები და გლეხები მონაწილეობენ და თავიანთ პროდუქციას სთავაზობენ მოსულ სტუმრებს.

ფესტივალი მუსიკალურ-თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.

ფერმერებმა, გლეხებმა , მცირე მარნებმა და ჭაჭის მწარმოებელმა კომპანიებმა , ფესტივალზე საკუთარი მრავლფეროვანი ნაწარმი გამოფინეს.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, „საქპატენტმა“ კი, საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია ჩაატარა.

ერეკლე II-ს მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტებმა შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები მოაწყვეს.

ფესტივალზე გამოვლინდა საუკეთესო გლეხური ჭაჭა-2023.

ნომინაციის ოქროს მედალი ლია ცუკილაშვილმა (ყვარელი) მოიპოვა.

საუკეთესო კომპანიის ტიტული ანასეულის მარანმა მოიპოვა.

მონაწილე ფერმერები და კომპანიები, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითაც დაჯილდოვდნენ.

ჭაჭა 2023- ის ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი თელავი გახდა, რომელიც მიღებულ ფულად ჯილდოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცემს.

ჭაჭა 2023“ თელავში, მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ნოემბრის პირველ შაბათს ტარდება.

ფესტივალი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კულტურის პალატის, ტურიზმის განვითარების ასოციაციის და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭრით გაიმართა.

ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით „გაყრა“ და „შეყრა“ დასრულდა.

ღონისძიებას ტრადიციულად საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე უძღვებოდა.