ბლოგი

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ზღარბს

შემოდგომა-ზამთრის ცივ თვეებში „მკვდარი“ ზღარბი თუ ნახეთ ნუ დამარხავთ, ნუ  გადააგდებთ სანაგვეში…
მართალია არავის სიამოვნებს მკვდარი ცხოველის ნახვა საკუთარ ეზოში ან გზაზე, მაგრამ თუ ეს ზღარბია, ის შესაძლოა უკვე ზამთრის ძილში იყოს, რადგან სასურველი ადგილი ვერ შეარჩია და სადაც მოიწია იქ დაიძინა. ზღარბი, ბუნებრივად, ნოემბრიდან-მარტამდე იზამთრებს და ღრმა ძილქუშშია.

როგორც წესი, გამოსაზამთრებლად ზღარბები მშრალ ადგილზე თხრიან ორმოებს, რომ დაცულები იყვნენ. რადგან ჩვენ, ადამიანები მათ სულ უფრო ნაკლებ საარსებო გარემოს: გამწვანებული სივრცეს, ბუჩქნარს, ტყეს ვუტოვებთ, ზამთრის ძილისთვის უსაფრთხო ადგილის პოვნა სულ უფრო და უფრო უძნელდებათ. ამიტომ ზოგი შეიძლება ჩვენს ეზოში მოვიდეს უსაფრთხო ადგილის და სითბოს მოსაძებნად, ზოგი უკვე იმდენად დაღლილი და შეციებულია, საბოლოოდ იქვე იძინებს სადაც მოუხდება გზისპირას, ტროტუარზე, ღობის ძირას, ბაღის საცალფეხო ბილიკზე.

ჰიბერნაციის დროს, ენერგიის დაზოგვის მიზნით, მათი გულისცემა და სხეულის მთლიანი ფუნქცია ნელდება, რამაც შეიძლება დააბნიოს ადამიანი, და აფიქრებინოს რომ ზღარბი მკვდარია.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ნახავთ უმოძრაო ზღარბს, დარწმუნდით, რომ ის ცოცხალია, მას უსაფრთხო და თბილი ადგილი სჭირდება, დაახლოებით, 5 თვის განმავლობაში, მერე თვითონ ნახავს გზას.

თუ ზღარბი თქვენს ეზოში ან სადმე გარეთ იპოვეთ, გაუკეთეთ  მუყაოს პატარა კოლოფი, ან მოუწყვეთ ხვრელი მშრალ, უსაფრთხო და წყნარ ადგილას, რათა მან იქ გაატაროს ცივი ზამთარი.

ზღარბი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა, სრულიად უვნებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ეკოსისტემაში.

ჭამენ ხოჭოებს, ლოკოკინებს, ბაყაყებს, ხვლიკებს, გველებს, მათ შორის შხამიანებს.

ისინი ასევე ანგრევენ თაგვის ბუდეებს.

მათ არ ეშინიათ ფუტკრების და კრაზანების ზღარბს შეუძლია ადვილად გაანადგუროს კრაზანის ბუდე და შეჭამოს მისი ბინადარი, არ აქცევს ყურადღებას მათ ნაკბენებს.

მეცნიერებმა დიდი ხანია შენიშნეს ზღარბის იმუნიტეტი ძლიერი შხამების, მათ შორის გველგესლას ნაკბენის მიმართ.

ასეთი ანტიდოტი ფენომენი ჯერ კიდევ უცნობია მეცნიერებისთვის.