აგროსიახლეები

სად ვყიდულობთ სუფრის ყურძენს? _ წლეულს ახალი ყურძნის იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი შემცირდა 

2023 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველოში ახალი, იგივე სუფრის ყურძნის იმპორტი გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში 2 მილიონ 518 ათასი დოლარის ღირებულების 2 477 ტონა ყურძენი შემოვიდა. ღირებულებით იმპორტი 86.3%-ით, მოცულობით კი 68.7%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ 10 თვის ჭრილში, ახალი ყურძნის იმპორტი ქვეყანაში მზარდია:

2020 წელი – $631 ათასი, 676 ტონა;

2021 წელი – $974 ათასი, 1 207 ტონა;

2022 წელი – $1.3 მლნ, 1 468 ტონა;

2023 წელი – $2.5 მლნ, 2 477 ტონა.

საქართველოს ახალი ყურძენს ძირითადად 5 ქვეყანა აწვდის, თუმცა აქედან დიდი წილი სომხეთზე მოდის. 10 თვეში საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. სომხეთი – $1.8 მლნ, 1 959 ტონა;
  2. თურქეთი – $381 ათასი, 403 ტონა;
  3. ნიდერლანდები – $239 ათასი, 71 ტონა;
  4. აზერბაიჯანი – $21 ათასი, 25 ტონა;
  5. რუსეთი – $17 ათასი, 18 ტონა.

იმპორტისგან განსხვავებით ახალი ყურძნის ექსპორტი წელს შემცირებულია. 10 თვის მონაცემებით, სულ საზღვარგარეთ 963 ათასი დოლარის 787 ტონა ყურძენი გავყიდეთ. გასულ წელს ეს რიცხვი 1 მილიონ 130 ათას დოლარს აღწევდა, მოცულობა კი 1 313 ტონა იყო.

ახალი ყურძენი საქართველოდან რუსეთში (876 ათასი დოლარი, 727 ტონა), სომხეთში (66 ათასი დოლარი, 19 ტონა) და ყაზახეთში (20 ათასი დოლარი, 40 ტონა).

წყარო: bm.ge