ბალტიის ზღვის ფსკერზე 170 წლის წინათ ჩაძირული შამპანურის ბოთლები იპოვეს
ბალტიის ზღვის ფსკერიდან, ალანდის კუნძულებთან 170 წლის წინათ ჩაძირული გემიდან 168 ბოთლი ცქრიალა ღვინო ამოიღეს.
ღვინის ბოთლები დაუზიანებლად იყო წყალში შენახული. ღვინის ნაწილი გამოსაკვლევად საფრანგეთში რეიმსის უნივერსიტეტის ბიოქიმიის ლაბორატორიაში გაიგზავნა, სადაც ის ბიოქიმიის დოქტორ ფილიპ ჟანდეტის ხელმძღვანელობით გამოიკვლიეს ღვინის ქიმიური შემადგენლობა, შეაფასეს სასმლის გემო, გამოავლინეს მე-19 საუკუნის მეღვინეების ოსტატობა და ღვინის დაყენების საიდუმლოებები.