აგროსიახლეები

გურიაში, სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემის  წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.
ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1, 7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება.

 ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს, დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და  საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

მიმდინარე სამუშაოები თებერვალში დასრულდება.