აგროსიახლეები

გამოვიდა ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2024 წლის იანვრის ნომერი. 

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“  ერთგულ მკითხველს, ჩვენს ფერმერებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით და ეცნობა ჩვენს ბეჭდურ და ელექტრონულ ჟურნალს, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ახალი, იმედიანი წლის დაწყებას და ვუსურვებთ დაგეგმილი მიზნების ასრულებას, უხვ მოსავალს და შემოსავლების ზრდას. 
ჩვენ კვლავ თქვენს გვერდით ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციები  სოფლის მეურნეობის დარგების, ამ დანერგილი სიახლეების, თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების შესახებ.

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2024 წლის პირველი (იანვრის) ნომერი უკვე გამოვიდა და მკითხველისთვის ხელმისაწვდომია.

თქვენ ჟურნალიდან ამჯერადაც ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას გაეცნობით. წაიკითხავთ გიორგი ბარისაშვილის მიმოხილვას „ჩავლილი 2023 წელი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში“, აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას სტატიას: „საექსპორტოდ არა მარტო გამორჩეული ღვინო, არამედ საუკეთესო ბრენდიც გვექნება თუ…“; ასევე გაეცნობით ვაზის სოკოვანი დაავადებებს და ზამთრის პერიოდში მათთან ბრძოლის მეთოდებს; პროფესორ ცოტნე სამადაშვილის სტატიას „თავთავიან კულტურებში საგაზაფხულო სამუშაოების ხარისხიანი და დროული ჩატარება მაღალი მოსვლის გარანტიაა“, პროფესორ ნუგზარ ებანოიძის  წერილს „ჩაის კულტურის მნიშვნელობაზე: „ქართული ჩაი, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე გადასარჩენია“; წაიკითხავთ სპეციალისტის რჩევებს თესვის ვადების და თესვის წესების შესახებ, რატომ არის მნიშვნელოვანი თესვის ვადების წესების დაცვა და სხვა.

ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას „გაქვთ კითხვა აგრონომთან?“; „გაქვთ კითხვა ვეტერინართან?“.

გამოგვიგზავნეთ კითხვები ჟურნალის ელექტრონულ ფოსტაზე: agroasca@gmail.com ან ფეისბუკ გვერდის „აგრარული საქართველო“ მესენჯერში. თქვენს კითხვებს უპასუხებენ გამოცდილი აგრონომები და ვეტერინარები, იაქტიურეთ და მიიღეთ პროფესიონალების პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

ჟურნალი კვლავ გამოაქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს. 

სტატიების წარმოდგენის და გამოქვეყნების წესის შესახებ სრულ ინფორმაციას ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ და ჩვენს ვებ-გერდზე: agronews.ge-ზე (ავტორთა საყურადღებოდ) გაეცნობით.

ჩვენი ჟურნალი ძირითადად ვრცელდება ხელმოწერით, ამიტო გირჩევთ გამოიწეროთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“:

ჟურნალის ერთი წლით გამოწერა ღირს 36 ლარი, ნახევარი წლით_ 18 ლარი.

გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს ელვა. ჯი-ს მეშვეობით.

ტელ: 577 30 88 47; 032 238 26 73;

ასევე პსგ ი/მ „ნინო ტომარაძესთან“; 

ტელ: 571 01 62 22;

ან ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქციაში;

ტელ: 599 16 18 31; 

დაგვიკავშირდით მითითებული ტელეფონის ნომრებზე და თქვენ მარტივად შეძლებთ ჩვენი ჟურნალის გამოწერას და შეთანხმებულ მისამართზე მიღებას.

ჟურნალის ელ. ვერსია იხილით თანდართულ ბმულზე ან გახსენით გარკანის ფოტო:

აგრ საქ. 2024 წ

გისურვებთ წარმატებას!