აგროსიახლეები

SIAL Paris 24 _ საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე

26 ქართული კომპანია პარიზში მიმდინარე საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 24 მონაწილეობს.
აღნიშნული შესაძლებელი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „წვდომა საექსპორტო ბაზრებთან“ პარტნიორობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

აწარმოე საქართველოში

SIAL Paris-ი ევროპის მასშტაბით სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა, სადაც საქართველოს პავილიონი უკვე მეხუთედ არის წარმოდგენილი. ღონისძიებას ყოველწლიურად 150 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს 200 ქვეყნიდან.

საქართველოში წარმოებული პროდუქცია სამ სხვადასხვა თემატურ პავილიონშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკლოვანი კულტურები, სუნელები, კონსერვირებული საკვები, სოუსები და ა.შ.

აწარმოე საქართველოში 22222222222222222

გამოფენაში SIAL Paris 24 მონაწილეობენ: კულა • Kula; ზედაზენი – Zedazeni; კეთილი და პატიოსანი; Maisi • მაისი; Borjomi; Georgias Natural Organic; Alali • ალალი; Wildly Delicious Preserve Co. Ltd; გურიელი – Gurieli; ჰობი • HOBY; Malenta • მალენტა; Lamaria•ლამარია; Anigozi • ანიგოზი; GPR Nuts; Kareli Fruits; Tural Fruits; Walnuts.ge; JIMA NUTS; Georgian Hazelnut Corporation LLC; Royal Nuts; GEMUANI; NUTSGE LLC; SUTI POWER – საქართველო; Nuts Incorporated LLC; Georgian Walnut Enterprise; Ig Agro • აიჯი აგრო;

გამოფენა 23 ოქტომბერს დაიხურება.