იაფი ფული (აგროკრედიტი) სოფლის მეურნეობაში
მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ ციფრები რომელიც ადრინდელ და დღევანდელ რალობაზე თვალსაჩინოდ მოგვითხრობს.
2012 წელს (იაფი ფულის – აგროკრედიტის პროგრამის ამოქმედებამდე) აგროსესხების საერთო პორტფელი შეადგენდა – 55 მილიონ ლარს.ჩანაწერის ნახვა
2024 წელს – 1.3 მილიარდ ლარს (23-ჯერ მეტი).
https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
აგროკრედიტი – ყველაზე მასშტაბური და ეფექტური მხარდამჭერი მექანიზმი, რამაც სოფლის მეურნეობის დარგში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება გამოიწვია, აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ანუ ეს ფული 1 (ერთი) მილიარდი ლარით იაფი დაუჯდა ფერმერებს.
მხოლოდ ბენეფიციარი იურიდიული პირების მიერ, პროგრამით მიღებული სარგებლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტში 2.8 მილიარდი ლარია შეტანილი და დამატებით 20,000 ადამიანია დასაქმებული.
ამ პროგრამის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე ბენეფიციარების რაოდენობაც მეტყველებს – 46 000 ბენეფიციარი.
P.S. ყველა ციფრი მიკვლევადია და ოფიციალური სტატისტიკიდანაა აღებული (ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური, სოფლის განვითარების სააგენტო).