დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფუტკრეობა

ჭეოს/ყვავილის მტვრის 11 ძირითადი მნიშვნელოვანი ასპექტი ადამიანთა ჯანმრთელობისათვის

ყვავილის მტვერი და ჭეო – უნიკალური ბუნებრივად ბალანსირებული პროდუქტია, რომლის რთული ნაერთი შეიცვას ყვავილების მამრობითი სქესის უჯრედებს, ნექტარს და ფერმენტებს რომელსაც ფუტკარი გამოყოფს ჯირკვლებიდან.
ყვავილის მტვერი 4 000 წელზე მეტია გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებით, ძველ ეგვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთში და ჩინეთში.

ძველი ექიმები ყვავილის მტვერთან აკავშირებენ ცხოველმყოფელობის ტონუსის ამაღლებას, ენერგიის მოდინებას, ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. აუცილებელია აღვნიშნოთ რომ თანამედროვე მედიცინა აღიარებს ყვავილის მტვრის საოცარ უნარებს და ამ მხრივ ბევრი კვლევებიცაა ჩატარებული. ყვავილის მტვერი თავისი შემადგენლობის მიხედვით ძალზე მრავალფეროვანია და ასევე მრავალფეროვანია მასში შემავალი აქტიური ნივთიერებები.

ყვავილის მტვერი შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ამინომჟავებს მიკროელემენტებს და ვიტამინებს. მასში ასევე გვხვდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები და პექტაზასაც, რომელიც არ გვხვდება ადამიანის ორგანიზმში თუმცა აუცილებელია. გარდა ამისა ყვავილის მტვერი შეიცავს 14 ცხიმოვან მჟავას და ასევე ნუკლეინ მჟავებს.

მეცნიერებმა ყვავილის მტვერში და ჭეოში აღმოაჩინეს 18 ფერმენტი, რომელთა შორისაა: ამილაზა, დიასტაზა, საქაროზა, პეკტაზა, ფოსფატაზა, კატალაზა, ცოტოქრომი, ლაკტატდეგი- დროგენაზა, ჰიდროლაზი, სუკცინატდეჰიდროგენაზა, იზომერაზა, ტრიპსინი, პეპსინი და ა.შ.

ყვავილის მტვერი ფლობს მაღალ კვებით ღირებულებას და თაფლთან ერთად მისი ნარევი გამოიყენება ჯანმრთელობის ასამაღლებლად, სხვადასხვა გადატანილი ინფექციებისა თუ დაავადებების შემდეგ.

ყვავილის მტვრის შემცველობა %

ამინომჟავები ვიტამინები მინერალები
არგინინი – 4,7 B1 – 9,2 კალიუმი (K) – 60,0
ფენილალანინი 3,5 A -7,0 ფოსფორი (P) – 20,0 -მდე
გისტიდინი – 1,5 B2 – 18,5 მაგნიუმი (Mg) – 12,0 -მდე
ტრეონინი – 4,6 C – 11,0 გოგირდი (S) – 1,0
იზოლეცინი – 4,7 PP – 200.0 სპილენძი (Cu) – 0,6
ტრიპტოფანი 1,6 E – კვალი ქლორი (Cl) – 1,0
ლეიცინი – 5,6 B6 – 5,0 რკინა (Fe) – 30,0 – მდე
ვალინი – 6,0 P – 170,0 მანგანუმი (Mn) – 1,4
მეტიონინი – 1,7 B5 – 50,0 სილიციუმი (Si) – 2,0 – 10,0
გლუტამატი 9,1 ფოლაცინი – 5,0
სულ 18 სულ 12 სულ 28

ყვავილის მტვერს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, ღვიძლის, გულ- სისხლძარღვთა, ჰიპერტროფიის, პროსტატის, ანემიური დაავადებების დროს. ყვავილის მტვერი ავლენს საერთო გამაჯანსაღებელ თვისებას ავადმყოფებსა და მოხუცებში.

მისი გამოყენება ეფექტურია როგორც ბუნებრივი სახით, ასევე თაფლთან კომბინაციაში. იშვიათად გამოიყენება ექსტრაქტების სახით.

დოზირება დამოკიდებულია დაავადების ნიშან-თვისებებზე და კურსის ხანგრძლივობაზე. საჭიროა გრძელვადიანი (1-3 თვე) ყვავილის მტვრის სისტემატურად მიღება.

100 გ ყვავილის მტვრის დღიური მიღება, ორგანიზმს უზრუნველყოფს დღე-ღამურ საჭირო ვიტამინების B1, B2, B5 – 60-80% -ით, B6 – 40% -ით, B3 -ს – 20% -ით, C – 10% -ით. მიკროელემენტებიდან სრულად – კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, კობალტს. 70%-იტ ნატრიუმს და კალციუმს, 20%-ით რკინას. ამგვარად ყვავილის მტვერი ადამიანისთვის წარმოადგენს ძვირფას საკვებდანამატს. კარგად არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.ყვავილის მტვრის მიღება აუმჯობესებს უიმედო ავადმყოფების მდგომარეობას.

საერთო ჯამში ყვავილის მტვრის მოქმედება შეიძლება შევაფასოთ როგორც უნივერსალური. გარდა კვებითი დანიშნულებისა ის გამოიყენება ნერვული სისტემის აშლილობისას, დეპრესიების მოსახსნელად, პროსტატის, დიაბეტის და იმპოტენციის დაქვეითების დროსაც. ყვავილის მტვრის სისტემური გამოყენება არეგულირებს სისხლის წნევას, ამაღლებს მადას და შრომისუნარიანობას.

უნდა აღინიშნოს რომ, ჰიპერტონიკებში ყვავილის მტვრის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

ყვავილის მტვრით მკურნალობა აღადგენს ორგანიზმის ფუნქციებს შორის დამოკიდებულებას, რაც აუცილებელია ფსიქიკური და ნერვული დაავადებების განსაკურნავად. რადგან ყვავილის მტვერი აღადგენს ფიზიკურ ძალას და ცხად გონებრივ აზრების გაფიქრების/გადმოცემის უნარს.

ერთი სიტყვით, ყვავილის მტვერი წარმოადგენს საუკეთესო ბიოლოგიურ აქტიურ მასტიმულირებელ პროდუქტს, რომელიც დროულად გვაფრთხილებს ორგანიზმის გადაღლილობაზე და ხელს გვიწყობს დავუბრუნდეთ საწყის აქტიურ მდგომარეობას.

ყვავილის მტვერი როგორც ცილოვანი პროდუქტი მალ ფუჭებადია, ტენი ხელს უწყობს მასში საფუვრის სოკოების წარმოქმნას. ამიტომ უნდა შევინახოთ მინის კარგად დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას, არა ნაკლებ 0°C-მდე.

ყვავილის მტვრის შენახვის ყველაზე საუკეთესო მეთოდია თაფლთან 1:1-ზე ან 1:2-ზე პროპორციით შერევა.

ყვავილის მტვერი, მასში არსებული მცენარის ყვავილის სახეობიდან გამომდინარე ფლობს მის ინდივიდუალურ სამკურნალო თვისებებს:

ევკალიპტის – სურდოს, ბრონქების გაციების დროს, ევკალიპტის ყვავილის მტვერი ფლობს ანტიბიოტიკურ თვისებებს.

როზმარინი, ლავანდა – მადის აღმძვრელი;

მანანასებრნი (ლათ. Ericaceae) – ნაღველში კენჭების, პროსტატის;

აკაცია, კიტრისუნა, ყაყაჩო – დამამშვიდებელი;

წაბლი, ცხენის წაბლი, კუნელისებური – სისხლძარღვების გამაჯანსაღებელი, სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელი;

კუნელისებური – გულის კუნთების გამაჯანსაღებელი;

რთულყვავილოვანნი (Asteraceae ანუ Compositae), (ირმისმხალა (Serratula), ალისარჩული (Carthamus tinctorius), სალათა, მზესუმზირა, მიწავაშლა, ფამფარულა, გეორგინი, ასტრა, ქრიზანთემა და სხვა); ალუბალი (Prúnus cérasus), ბალი (Prunus avium); სალბი (Salvia); – შარდმდენი;

აკაცია, რეჰანი, ლავანდა, როზმარინი – აწესრიგებს კუჭის მოქმედებას; ევკალიპტი, ვაშლი – აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას; ბეგქონდარა – აუმჯობესებს გონების მუშაობას;

წაბლი, ცხენის წაბლი, ბაბუაწვერა – აღმოფხვრის ღვიძლის შეშუპებას(გადიდებას); ვაშლი – ინფარქტის საწინააღმდეგო;

ატამი და ციტრუსოვანი – უძილობის საწინააღმდეგო;

როზმარინი – არეგულირებს ნაწლავების მუშაობას;

მანანასებრი – პროსტატის საწინააღმდეგო;

როზმარინი – აღმგზნები საშუალება;

ევკალიპტი, ატამი, ტირიფი – მატონიზირებელი;

ყაყაჩო – ხველების საწინააღმდეგო;

რაფსი – ვარიკოზული წყლულების;

წაბლი – ვარიკოზული ვენების გაფართოებისას.

ჭეო წარმოადგენს ყვავილის მტვრის, თაფლის, ფერმენტების, პროპოლისის, ცვილის და ფუტკრის მიერ გამოყოფილი სხვა ნივთიერებების ნარევს.

ფუტკრები ყვავილის მტვერს აგროვებენ მცენარეებიდან, გადააქვთ სკაში, ინახავენ და იყენებენ ოჯახის საკვებად… ჭეო სრულიად განსხვავებული პროდუქტია თაფლის და ფუტკრის რძისაგან..

ბოლო დროს ჭეომ პოპულარულობა მოიპოვა სამკურნალო საშუალებითაც, რადგან მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით, ლიპიდებით და 250-ზე მეტი აქტიური ნივთიერებით. ფაქტობრივად გერმანიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტრო ჭეოს/ყვავილის მტვერს აღიარებს წამლად.

ჭეოზე მრავალი კვლევებია ჩატარებული სამკურნალო დანიშნულებით და მრავლისმთქმელი შედეგები იქნა მიღებული.

  1. შთამბეჭდავი საკვებად მისაღები პროდუქტი 250-ზე მეტი აქტიური ნივთიერებით

ჭეო გასაოცარი საკვებად ვარგისი შემადგენლობით გამოირჩევა: ნახშირწყლები, ცილები, ლიპიდები, ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები და ანტიოქსიდანტები

ჭეოს გრანულები შედგება:

  • 40% ნახშირწყლებისგან;
  • 35% ცილებისაგან;
  • 4-10% წყლისაგან;
  • 5% ცხიმებისაგან;
  • 5-15% სხვა ნივთიერებებისაგან.

სხვა ნივთიერებებში იგულისხმება: ვიტამინები, მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდები და ა.შ.

თუმცა ჭეოს/ყვავილის მტვრის საკვებ ღირებულების ხარისხი დამოკიდებულია მცენარეულ წყაროზე და შეგროვების დროზე.

მაგალითად: კვლევებმა აჩვენა რომ წიწვოვანი მცენარეებიდან შეგროვებული ყვავილის მტვერი შეიცვას 7% ცილებს, ხოლო მაგალითად ფინიკის პალმიდან შეგროვებული ყვავილის მტვერში ცილების რაოდენობა 35%-ს უახლოვდება.

გარდა ამისა გაზაფხულზე შეგროვებული ყვავილის მტვერი შეიცავს ძლიერ განსხვავებულ ამინომჟავების რაოდენობას ზაფხულში შეგროვებულისგან.

დასკვნა: ჭეო/ყვავილის მტვერი შეიცავს 250-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებს და ანტიოქსიდანტებს. ზუსტი შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეულ წყაროზე და შეგროვების დროზე.

  1. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა იცავს ორგანიზმს  თავისუფალი რადიკალებისგან და ქრონიკული დაავადებებისგან

ჭეო/ყვავილის მტვერი მდიდარია სხვადასხვაგვარი ანტიოქსიდანტებით, რომელთა შორისა ფლავონოიდები, კაროტინოიდები, კვარცეტინი, კემფეროლი და გლუტატიონი.

ანტიოქსიდანტები თქვენს ორგანიზმს იცავენ პოტენციურად მავნე მოლეკულებისაგან, რომელთაც თავისუფალ რადიკალებს უწოდებენ. თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებები დაკავშირებულია ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან როგორიცაა სიმსივნე და II ტიპის დიაბეტი.

კვლევებმა ცხოველებზე და ადამიანებზე აჩვენა რომ ანტიოქსიდანტებს, რომელსაც შეიცავს ჭეო/ყვავილის მტვერი, შეუძლია შეამციროს ქრონიკული ანთებითი პროცესები, გაათავისუფლოს ორგანიზმი მავნე ბაქტერიებისგან, ებრძოლოს ინფექციებს და ებრძოლოს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას და გავრცელებას.

თუმცა ანტიოქსიდანტებით ჭეოს/ყვავილის შემცველობა ისევ დამოკიდებულია მისი მცენარეული წარმოშობის წყაროზე.

თუ ეტიკეტზე არაა მითითებული ჭეოს/ყვავილის მტვრის მცენარეული წარმომავლობა, რთულია გაირკვეს მომხმარებლისათვის მისი ეფექტურობაც.

დასკვნა: ჭეო/ყვავილის მტვერი შეიცავს ანტიოქსიდანტების ფართო სპექტრს, რომელთაც შეუძლიათ დაიცვას თქვენი უჯრედები დაზიანებებისაგან, რომელსაც იწვევენ თავისუფალი რადიკალები, რომლებიც იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის სიმსივნურს და მე-2 ტიპის დიაბეტს.

  1. შეუძლია შეამციროს გულს-სისხლძარღვთა  დაავსდების რისკის ფაქტორები, როგორიცაა ლიპიდების მომატებული რაოდენობა სისხლში და ქოლესტერინი.

გულსისხლძარღვთა დაავადებები წამყვანი მიზეზია ადამიანთა სიკვდილიანობის მსოფლიოში.

სისხლში ლიპიდების მომატებული რაოდენობა, ასევე ქოლესტერინის იწვევს რისკ ფაქტორების მატებას გულსისხლძარღვთა დაავადების მიმართ. საინტერესოა რომ ჭეოს/ყვავილის მტვერს შეუძლია ამ რისკ ფაქტორების შემცირება.

მაგალითად ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა რომ ყვავილის მტვრის ექსტრაქტს შეუძლია შეამციროს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა, განსაკუთრებით მავნე LDL ქოლესტერინის.

ადამიანებს რომლებსაც აწუხებთ ახლომხედველობა გამოწვეული არტერიებში წარმოქმნილი საცობის შედეგად, კვების რაციონში ჭეოს/ყვავილის მტვრის დამატების შედეგად სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა მცირდება, რაც მათ მხედველობასაც აუმჯობესებს,

ასევე ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ დაიცვან ლიპიდები ჟანგვისაგან. როცა ლიპიდები ჟანგდება ისინი ერთდებიან რითაც ამცირებენ სისხლძარღვების გამტარობას და იზრდება რისკი გულსისხლძარღვთა დაავადებებისათვის.

დასკვნა: ჭეოს/ყვავილის მტვერს შეუძლია შეამციროს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკები, როგორიცაა მაგალითად მავნე LDL ქოლესტერინის და ლიპიდების ჟანგვა.

  1. შეუძლია გააუმჯობესოს ღვიძლის მუშაობის ფუნქციები და დაიცვას ღვიძლი ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენისაგან.

თქვენი ღვიძლი – სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, რომელიც შლის და გამოდევნის ტოქსინებს სისხლიდან.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ჭეოს/ყვავილის მტვერს შეუძლია გააძლიეროს ღვიძლის დეტოქსიკაციური მაჩვენებლები.

ხანდაზმულ ცხოველებში ჭეო/ყვავილის მტვერი აძლიერებს ღვიძლის ანტიოქსიდანტურ დაცვას და გამოდევნის სისხლიდან გადამუშავების შედეგად მიღებულ ნივთიერებებს როგორიცაა შარდოვანა და მალონდიალდეჰიდს.

სხვა კვლევებმა ცხოველებზე აჩვენა რომ ჭეოს/ყვავილის მტვრის ანტიოქსიდანტები იცავენ ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან, მაგალითად მედიკამენტების გადაჭარბებული მიღებისაგან. ჭეო/ყვავილის მტვერი ასევე ხელს უწყობს ღვიძლის შეხორცებას.

თუმცა საბოლოო რეკომენდაციების გაცემამდე აუცილებელია დამატებითი კვლევები ადამიანებზე.

დასკვნა: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ჭეოს/ყვავილის მტვერს შეუძლია ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესება და დაცვა მავნე ნივთიერებებისაგან, თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება ადამიანებზე რეკომენდაციების და დოზირებების შემუშავებამდე.

  1. შეიცავს რამდენიმე ნაერთს ანთებითი და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებით.

ჭეო/ყვავილის მტვერი ტრადიციულად გამოიყენება ანთებითი პროცესების და შეშუპებების წინააღმდეგ.

თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა რომ ჭეო/ყვავილის მტვრის ექსტრაქტი ამცირებდა შეშუპებებს თათებზე 75%-ით.

ფაქტობრივად მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტები შეგვიძლია შევადაროთ, რამდენიმე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა ფენილბუტაზონი, ინდომეტაცინი, ანალგინი და ნაპროქსენი.

ჭეო/ყვავილის მტვერი შეიცავს ისეთ რამდენიმე ნაერთს, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ ანთებითი და შეშუპებითი პროცესები, ამ ნაერთებში შედის ანტიოქსიდანტი კვარცეტინი, რომელიც ამცირებს ანთებით ცხიმოვან მჟავა ომეგა-6 ის გამოყოფას, როგორიცაა არახიდონის მჟავა.

კიდევ მეტი, მცენარეულ ნაერთები ჭეო/ყვავილის მტვერში თრგუნავენ ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ახდენენ/ასტიმულირებენ ანთებითი ჰორმონების გამომუშავებას როგორიცაა სიმსივნური ნეკროზის წარმომშობი ფაქტორი TNF.

დასკვნა: ცხოველებზე და სინჯარებში ჩატარებული კვლევების თანახმად ანტიოქსიდანტები ჭეო/ყვავილის მტვერში წარმოადგენენ მძლავრ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს.

  1. შეუძლია დახმარება დაავადებების თავის არიდებაში, გაძლიერებული იმუნიტეტის და ბაქტერიებზე ზემოქმედების წყალობით.

ჭეო/ყვავილის მტვერი ამაგრებს თქვენს იმუნურ სისტემას, რომელიც ხელს გიწყობთ თავი დააღწიოთ აირიდოთ დაავადებები და არასასურველი ზემოქმედება/რეაქციები.

პირველ რიგში კვლევებმა აჩვენა რომ მას შეუძლია შეამციროს ზეწოლა დაწყებით ალერგიულ ფაზაში.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭეო/ყვავილის მტვერს შეუძლია შესამჩნევად შეამციროს პოხიერი უჯრედების (მასტოციტების) აქტივაცია. მასტოციტები აქტიურობისას გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებას რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ასევე რამდენიმე კვლევამ სინჯარებში დაადასტურა, რომ ჭეო/ყვავილის მტვერი ფლობს ძლიერ ანტიმიკრობულ თვისებას.

შემჩნეულ იქნა რომ ჭეო/ყვავილის მტვრის ექსტრაქტი სპობს პოტენციურად მავნე ბაქტერიებს, როგორიცაა ნაწლავური ჩხირები, სალმონელა, Pseudomonas aeruginosa, ასევე მათ რომლებიც იწვევს სტაფილოკოკურ ინფექციებს.

დასკვნა: კვლევებმა სინჯარებში და ცხოველებზე აჩვენა, რომ ჭეო/ყვავილის მტვერში შემავალი ანტიოქსიდანტები ფლობენ უნარს რომ შეამცირონ ალერგიული პროცესების წარმოქმნა და მოსპონ რამდენიმე მავნე ბაქტერია.

  1. შეუძლია დახმარება ჭრილობების შეხორცებისას და ინფექციების შეკავებაში.

ჭეო/ყვავილის მტვერი ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს, რომელთაც შეუძლიათ თქვენს ორგანიზმს დაეხმარონ ჭრილობების შეხორცებისას.

მაგალითად ცხოველებზე წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭეო/ყვავილის მტვრის ექსტრაქტი ისევე ეფექტური აღმოჩნდა დამწვრობებისას, როგორც ვერცხლის სულფადიაზინმა, ოქროს სტანდარტმა დამწვრობებისას, და დამწვრობების მკურნალობისას ბევრად ნაკლები გვერდითი ეფექტები გამოავლინა.

სხვა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ დამწვრობაზე წასმულმა ბალზამმა, რომელიც შეიცავდა ჭეო/ყვავილის მტვერს, უფრო სწრაფად მოახდინა შეხორცება ვიდრე სტანდარტულმა დამწვრობის სამკურნალო საშუალებებმა.

ჭეო/ყვავილის მტვრის ანტიმიკრობულმა თვისებებს ასევე შეუძლია ჩაახშოს ინფექციები, რომლებიც ქმნიან რისკ ფაქტორს შეხორცებისას, ჭრილობების და დამწვრობებისას.

დასკვნა: ჭეო/ყვავილის მტვერი ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს, რომელთა გამოყენება შეიძლება ჭრილობების შეხორცებისას. მის ანტიმიკრობულ თვისებას შეუძლია ჭრილობისმიერი ინფექციების ჩახშობაც.

  1. შეიძლება ფლობდეს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს.

ჭეო/ყვავილის მტვერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიმსივნების მკურნალობის, ან მათი პროფილაქტიკის მიზნით, რომელიც წარმოიქმნება უჯრედების ანომალიური ზრდისას.

სინჯარებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ჭეო/ყვავილის მტვრის ექსტრაქტმა შეამცირა სიმსივნური წარმონაქმნების ზრდა და სტიმულირებას უკეთებს აპოპტოზს – უჯრედების დაგეგმილ/პროგრამირებულ სიკვდილს – პროსტატის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს და ლეიკემიის დროს.

ჭეო/ყვავილის მტვერი რომელიც შეგროვებულია საკმელას Cistus incanus L. და თეთრი ტირიფისგან Salix alba L. ფლობენ ანტიესტროგენულ თვისებებს, რამაც შეიძლება შეამციროს სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და საშვილოსნოს კიბოს რისკი, თუმცა აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება.

დასკვნა: სინჯარებში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ჭეო/ყვავილის მტვერი ამცირებს ზოგიერთი სახეობის კიბოს წარმოქმნის რისკს, თუმცა აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება.

  1. შეიძლება შეამსუბუქოს მენოპაუზის/კლიმაქსის სიმპტომები.

მენოპაუზა, მენსტრუაციის შეწყვეტას ქალებში, ხშირად თან ახლავს უსიამოვნო სიმპტომები, ციებ-ცხელება, ღამით ოფლიანობა, გუნება-განწყობის შეცვლა და ძილის დარღვევა.

კვლევები აჩვენებს, რომ ჭეო/ყვავილის მტვერს შეუძლია შეამსუბუქოს მენოპაუზის რიგი სიმპტომები.

ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე ქალების 71% -მა იგრძნო, რომ ჭეო/ყვავილის მტვრის მიღების შემდეგ მენოპაუხის სიმპტომები შემსუბუქდა.

სხვა კვლევაში მონაწილე ქალების 65%-მა, რომლების ჭეო/ყვავილის მტვერს იღებდნენ საკვებ-დანამატის სახით, ნაკლებ გულის ფრიალს განიცდიდნენ. ამ ქალებმა ასევე აღნიშნეს რომ გაუმჯობესდა სხვა მხრივაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგალითად გამოსწორდა უძილობა, მოხდა ციებ-ცხელების შემცირება, სახსრებში ტკივილების შემცირება, გუნება-განწყობის გაუმჯობესება და ენერგიულობის მატება.

კიდევ მეტი, სამთვიანმა კვლევებმა აჩვენა რომ, ქალები რომლებიც დამატებით ჭეო/ყვავილის მტვერს იღებდნენ, მენოპაუზის სიმპტომების ნაკლებ ზემოქმედებას განიცდიდნენ. გარდა ამისა, ეს დანამატები დაეხმარათ LDL მავნე ქოლესტერინის დონის შემცირებაში.

დასკვნა: კვლევებმა აჩვენა რომ ჭეო/ყვავილის მტვერს შეუძლია შეამსუბუქოს ზოგიერთი არასასურველი შეგრძნებები მენოპაუზის პერიოდში. ასევე აუმჯობესებს ქოლესტერინის რაოდენობის დონეს.

  1. შეიძლება გააუმჯობესოს საკვები პროდუქტების შეთვისება, მეტაბოლიზმი და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ზოგი მონაცემები ამტკიცებს, რომ ჭეო/ყვავილის მტვერს შეუძლია ორგანიზმს ხელი შეუწყოს საკვები ნივთიერებების შეთვისებაში.

მაგალითად, ვირთხებმა რკინის დეფიციტით. მათ რაციონში ჭეო/ყვავილის მტვრის დამატებისას 66%-ით მეტი რკინა შეითვისეს. ეს ზრდა სავარაუდოდ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჭეო/ყვავილის მტვერი შეიცავს ვიტამინ C და ბიოფლავონოიდებს, რომლებიც ზრდიან რკინის შეთვისებას.

გარდა ამისა, ვირთხები რომლებიც იღებდნენ ყვავილის მტვერს, თავიანთი რაციონიდან ითვისებდნენ კალციუმს და ფოსფორს მეტი რაოდენობით. ყვავილის მტვერი შეიცავს უმაღლესი ხარისხის ცილებს და ამინიმჟავებს, რომლებიც ხასიათდება ზემოაღწერილი თვისებებით.

სხვა კვლევებმა ცხოველებზე აჩვენა, რომ ჭეო/ყვავილის მტვერს შეუძლია გაუმჯობესოს კუნთების განვითარება, დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა და ხელი შეუწყოს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

მიუხედავად იმისა რომ ცხოველებზე ცდები მრავლისმთქმელია, გაურკვეველია განიცდიან თუ არა ადამიანები მსგავს უპირატესობებს.

დასკვნა: ცხოველებზე დაკვირვებებმა აჩვენა რომ ჭეო/ყვავილის მტვერს შეუძლია გააუმჯობესოს შეთვისება ისეთი ქიმიური ელემენტებისა როგორიცაა რკინა, კალციუმი და ფოსფორი. მას ასევე შეუძლია დააცქაროს მეტაბოლიზმი და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. თუმცა მსგავსი უპირატესობების მტკიცებისას აუცილებელია დაკვირვებები ადამიანებზე.

  1. უსაფრთხოა უმრავლესობა ადამინებაისათვის და იოლად დასამატებელი კვების რაციონში

ჭეო/ყვავილის მტვერი გრანულების სახითაა და მისი მიღება უსაფრთხოა უმრავლესობა ადამიანებისათვის.

შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალიზებულ მეფუტკრეობის პროდუქტების მაღაზიებში და ასევე მეფუტკრეებთან.

გრანულები შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს საყვარელ, სადილსაც და საუზმესაც.

გაითვალისწინეთ ადამიანებს ვისაც ალერგია გაწუხებთ და ასევე ალერგიულები ხართ ფუტკრის შხამზე, უნდა მოერიდოთ ჭეო/ყვავილის მტვრის გამოყენებას.

ასევე ძუძუთა და ორსული ქალბატონები უნდა მოერიდნონ მიღებას, რადგან ჯერ-ჯერობით არ არსებობს პროდუქტის უსაფრთოხების მტკიცებულება ჩვილებისათვის.

დასკვნა: ჭეო/ყვავილის მტვრის დანამატები საკვებში უსაფრთხოა, თუმცა ალერგიული ადამიანები, ძუძუთა და ორსული ქალბატონები უნდა მოერიდნონ. ასევე ის პირები რომლებიც ანტიკოაგულანტებს იყენებენ, მაგალითად ვარფარინს.

თემის არსი

ჭეო/ყვავილის მტვერი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტს, რაც მას ძალზე ჯანსაღ პროდუქტად ხდის.

კვლევებმა დააკავშირა ყვავილის მტვერი და მისი ნაერთები ჯანმრთელობის სარგებელთან, რომელიც ებრძვის რიგ დაავადებებს, ამცირებს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს და ასტიმულირებს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას.

ამასთან, ჭეო/ყვავილის მტვრის თვისებები და მისი შემადგენელი ნაწილის ეფექტურობის მტკიცებულებათა უმეტესობა მოდის სინჯარაში და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებზე. საჭიროა მეტი ადამიანის გამოკვლევა მისი ჯანმრთელობის სარგებლის გასარკვევად.

მთლიანობაში ჭეო/ყვავილის მტვერი შესანიშნავი საკვებ დანამატია და მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ სპეციალიზებულ მაღაზიებში ან თქვენ თვითონ უნდა შეიძინოთ მეფუტკრეებიდან.

რაიან რამანის მიერ, MS, RD, 2018 წლის 13 აგვისტო ყვავილის მტვერი

👉 1 სუფრის კოვზი ყვავილის მტვერი შეიცავს:

👉 16 კალორიას;

👉 0,24 გრ. ცხიმებს;

👉 1,2 გრ. ცილებს;

👉 2,18 გრ. ნახშირწყლებს;

👉 250 სხვადასხვა საკვებ ნივთიერებას, ფლავონოიდებისა და ვიტამინების ჩათვლით.

რეკომენდებული დოზები:

👉 მოზრდილებში 20-40 გრ;

👉 ბავშვებში 15 გრ.

ყვავილის მტვრის თერაპიული დოზა:

ზრდასრული ადამიანისთვის არის 32გ დღეში და დამხმარე – 20გრ დღეში. უმჯობესია დღიური დოზის გაყოფა სამ ნაწილად მიღებისთვის.

ბავშვებისათვის 3 -დან 5 წლამდე დღიური დოზაა 12 გრ, მოზარდებისათვის 6 -დან 12 წლამდე – 16გრ.

12 წლის შემდეგ – 20 გრ.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 1 – 1.5 თვე.

ყოველი კურსის დასრულების შემდეგ ხდება მოკლე შესვენება 7 – 10 დღის განმავლობაში. მტვრის დოზირება მოსახერხებელია კოვზებით:

1 ჩაის კოვზი შეიცავს 5 გრ მშრალ დაფქულ ყვავილის მტვერს, დესერტის კოვზი – 10 გრ. სუფრის კოვზი – 15 გრ.

ყვავილის მტვრის მიღებისას შეგიძლიათ დალიოთ წყალი დამტკბარი თაფლით, შაქრით, ჯემით (ალექსეევი, 1993).

პოლიფროლური ყვავილის მტვერი უნდა ინახებოდეს მშრალ, სუფთა კარგად განიავებულ საცავში, რომელიც ასევე დაცული ქინება მზის სხივებისაგან. შენახვის ტემპერატურა 18°C-მდე ატმოსფეროს 65-70% ფარდობითი ტენიანობისას. იგივე პირობებში უნდა შევინახოთ ჭეო. საცავი დაცული უნდა იქნეს მწერების (ფუტკრები, ბუზები, ჭიანჭველები, ბზიკები და ა.შ.).

მსგავს პირობებში შენახვისას მშრალი ყვავილის მტვერი თავის შემცველონას და თვისებებს ინარჩუნებს შეგროვებიდან 2 წლის განმავლობაში, ჭეო კი – 1 წლის განმავლობაში

ყვავილის მტვრის და ჭეოს ბიოქიმიური მაჩვენებლების ცვლილება შენახვის 1 (ერთი) წლის მიხედვით (კრასოჩკო და სხვები 2002)

კრეატინინი (მკმოლ/ლ) 3903,2 4370,7 785 785
გლუკოზა(მოლ/ლ) 246,95 587,5 111,5 189,8
ცილები(გ/ლ) 16,55 18,98 11,68 14,23
ტრიგლიცერიდი(მკმოლ/ლ) 33,82 64,37 5,69 19,32
ალანინამინოტრანსფერაზა    ALT

(იე/ლ)

4,96 109,5 11,81 43,51
ასპარტატამინოტრანსფერაზა ACT (იე/ლ) 8.15 28.04 53.01 64.47
რკინა(მმოლ/ლ) 82,47 52,44
შარდმჟავა(მგ/დლ) 2,18 0,9
გამა-გლუტამილტრანსფერაზა

GGTP (იე/ლ)

32.14 20.61 12.31 10.59
ტუტე ფოსფატაზა ALP (იე/ლ) 50,9 198,3 11,6 27,4
ბილურუბინი (მკმოლ/ლ) 32,74 20,87
ფრუქტოზამინი (მკმოლ/ლ) 15,54 50,51
ფოსფორი (მოლ/ლ) 11,56 22,37

ბიოქიმიური ანალიზის მონაცემები მიუთითებს, რომ ყვავილის მტვრის შენახვის პროცესში მიმდინარეობს რთული ბიოქიმიური პროცესები, ფერმენტის აქტივობის დაქვეითებით, ცილების კონცენტრაციის, აზოტოვანი ნივთიერებების, შაქრების მომატებით ან შემცირებით. თაფლის ზეგავლენით და ფუტკრის სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ფერმენტების მეშვეობით ჭეოში (ფუტკრის პური), ხდება ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის შემადგენლობაზე ახალ ჭეოსთან შედარებით.

რიგი ნივთიერებების კონცენტრაციის ზრდა განპირობებულია პროდუქტებში წყლის შემცველობის შემცირებით და ამდენად მათი მშრალი წონის ზრდით (Krasochko et al., 2002).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

ბოლო 10 წლის განმავლობაში, გულის უკმარისობის მკურნალობის მიდგომები მკვეთრად შეიცვალა, რამაც გააუმჯობესა დაავადების ადრეულ ეტაპზე პროგნოზირება, პაციენტის გადარჩენა და გაუმჯობესდა შედარებით მათი ცხოვრების ხარისხი. მიუხედავად ამისა, ამ პათოლოგიის მქონე პაციენტები რჩებიან რთულად შესარჩევი თერაპიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ძირითადი ფარმაცევტული საშუალებების გამოყენება (აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, β- ბლოკატორები) შეზღუდულია პაციენტის სხვა თანმხლები დაავადებების გამო.

ცნობილია ჭეოს თვისებებიდან გამომდინარე აქტიური ცვლილებები: მიოკარდიუმის მეტაბოლიზმში, ჰიპოკალიემიის კორექცია, ანტიარითმული და თრომბოლიზური ეფექტებისას, რაც საშუალებას იძლევა ჭეო ჩავრთოთ სამკურნალო თერაპიის კომპლექსში გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დაავადების დროს (მარახოვსკაია და სხვ., 2001).

ჭეოთი მკურნალობის შემდეგ (20 გრ დღე-ღამეში, 2 დოზით ცარიელ კუჭზე 30 დღის განმავლობაში), პაციენტების სუბიექტური მდგომარეობა გაუმჯობესდა შემთხვევების 62% -ში, როდესაც პაციენტებში აღინიშნებოდა ზოგადი სისუსტე, დაღლილობა ფიზიკური დატვირთვისას. ობიექტურად აღინიშნა სისხლში კალიუმის იონების მომატება 3.5 -დან 3.8 მმ/ლ-მდე, ექსტრასისტოლების შემცირება საშუალოდ 54%-ით, გულისცემის შემცირება 96- დან 90 დარტყმა/წთ -მდე (მარახოვსკაია და სხვები 2001).

ყვავილის მტვრის რეგულარული მიღება ამცირებს არტერიულ წნევას და ზრდის სისხლში ჰემოგლობინის და ერითროციტების შემცველობას.ჰიპერტენზიული დაავადებების დროს მიიღეთ 3 ჯერ დღეში 1 ჩაის კოვზი ნარევი ყვავილის მტვერი თაფლით 1:1-ზე ან 1:2-ზე თანაფარდობით. მკურნალობის კურსი 15 – 20 დღე (ალექსეევი, 1993).

ბავშვებში ანემიის მკურნალობისას

ყვავილის მტვრის მიღება იწვევს სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის სწრაფ ზრდას. აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას და განწყობას, წონა იზრდება.

გვერდითი მოვლენები, მათ შორის ალერგიული რეაქციები არ აღინიშნება.

დღიური დოზა სხვადასხვა ექიმის მიერ დანიშნული მერყეობს 2,5 -10 გ. პოზიტიური შედეგს იძლევა ყვავილის მტვრის გამოყენება მალარიის სამკურნალოდ (ალექსსეევი, 1993).

გენიტალული სისტემის დაავადებები

ქრონიკული პროსტატიტის დროს რეკომენდებულია კაფსულების პერორალური მიღება, შეიცავს 0,4 გ მტვერს, 6-8 -ჯერ დღეში. მკურნალობის შედეგად, ტკივილი ქრება, შარდსადენიდან გამონადენი ნორმალიზდება.

დაავადების გამწვავებების რაოდენობა წელიწადში 2 -ჯერ მცირდება.

პროსტატიტის და პროსტატის ადენომის პროფილაქტიკისთვის 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ 15 გ-მდე ყვავილის მტვერი (ალექსეევი, 1993).

ოტორინოლარინგოლოგიური დაავადებები

ტინიტუსი – ტვინის სისხლძარღვოვანი დარღვევებით გამოწვეული, ათეროსკლეროზის გამოხატვა, საკმაოდ წარმატებით იკურნება შემდეგნაირად:

დილით უზმოზე, პაციენტი იღებს 20 მლ პრეპარატ „ლინეტოლი“ (დამზადებულია სელის ზეთისგან) და 1 სუფრის კოვზი ყვავილის მტვერი თაფლით. საღამოს – 10 მლ ლინეტოლი და 1 დესერტის კოვზი ყვავილის მტვერი თაფლით. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

დადებითი შედეგის მიღებისას, 2-კვირიანი შესვენების შემდეგ აუცილებელია კურსის გამეორება (ალექსეევი, 1993).

გერიატრია

ხანდაზმულთა ნაადრევი სიბერის მკურნალობისას რეკომენდებულია ყოველდღიურად ყვავილის მტვრის მიღება. დღეღამური დოზა 15 გრ, როგორც ბიოსტიმულატორი (ალექსეევი, 1993).

ბავშვთა დაავადებები

თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის პროფილაქტიკა და არასასურველი გარემო პირობებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა, რომელიც ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული.

ამ მხრივ, თურქმენეთის რესპუბლიკა არის მაგალითი სადაც მაღალი სამრეწველო პოტენციალის შედეგად ხდება გარემოს მაღალი დაბინძურება, რომელიც პირველ რიგში გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე.

ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეიქმნა პრეპარატი „ვინიბისი“ რომლის მთავარი აქტიური კომპონენტია ჭეო (ნასიბულინა და სხვები 2002).

ავტორებმა ჩაატარეს ტრადიციული მეთოდების (ვიტამინის კომპლექსი, დიბაზოლი) ეფექტურობაზე შედარებითი ანალიზი სკოლამდელ დაწესებულებებში. შედარება მოხდა იმ მოზარდებთან რომლებიც იღებდნენ პრეპარატ „ვინიბისს“.

მოზარდებში რომლებიც იღებდნენ „ვინიბისს“, კლინიკურად დადებით დინამიკასთან ერთად, გაიზარდა სისხლის ნეიტროფილების ბიოციდური აქტივობა, სპეციფიკური ანტი- ტოქსიკური იმუნიტეტი. უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურად მაღალი ეფექტურობა და გამოხატული იმუნოტროპული ეფექტთან ერთად, ეკონომიკური ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ხარჯები ნახევრადვიტამინიზირებული კომპლექსური პრეპარატების და ინტერფერონის ინდუქტორების ყიდვა, რომელშიც მოიაზრება დიბაზოლი.

პრეპარატ „ვინიბისის“ შექმნის პროცესში, ავტორებმა შეისწავლეს პრეპარატის იმუნობიოლოგიური აქტივობა სკოლამდელ ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ქიმიური ნარჩენებით დაბინძურებულ სხვადასხვა სამრეწველო უბნებში. ბავშვთა ჯანმრთელობის სომატური მდგომარეობის შესაფასებლად ჩატარდა ეტაპობრივი გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა კითხვარს, გასინჯვა, ფუნქციური დიაგნოსტიკა. კვლევის შედეგად დადგინდა რომ პრეპარატს ჰქონდა ეფექტური გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე რომლებიც მუდმივად მავნე ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და აჩვენა ადაპტოგენისა და იმუნომოდულატორის თვისებები, რაც დადასტურდა კლინიკური და ლაბორატორიული პარამეტრების დადებითი დინამიკური მაჩვენებლებით ბავშვთა ჯგუფში, რომელთაც თავდაპირველად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰქონდა ნეიტროფილების ეფექტურ ფუნქციაში დაბალი ჯანმრთელობის მაჩვენებელთან ერთად.

კლინიკური ანალიზის შედეგად გამოვლინდა გულ -სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის აღმდგენი ეფექტი.

სკოლამდელ დაწესებულებაში პრეპარატის მიღებამდე ყოველი 10 ბავშვიდან 8-ში აღინიშნებოდა არითმია, მიოკარდიის მეტაბოლური დარღვევები, ფუნქციური სისტოლური შუილების არსებობა ბოტკინის წერტილში და ზემოთ.

ვინიბისით მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ ბავშვებთან არსებული პათოლიგიები შემცირდა 2-ჯერ. პრეპარატმა აჩვენა ანტიოქსიდანტური ეფექტი, პრეპარატი ხელს უშლის პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტების გარსების დაზიანებას და აღადგენს ამ ტიპის უჯრედების ეფექტურ პოტენციალს, რაც დადასტურდა ანტიორგანული ანტისხეულების ინდიკატორების ბალანსის ნორმალიზაციით და აუტოიმუნიტეტურ სისტემაში თანაბარი ბალანსის დაცვით (Nasybullina et al., 2002).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის უარყოფითი შედეგების შედეგად ცვლილებები შეინიშნება შინაგანი ორგანოების სტრუქტურისა და სხვადასხვა დაავადებების სიხშირის გამოვლენაზე.

მისი უარყოფითი შედეგები მოიცავს არახელსაყრელი ფაქტორების ერთობლიობას, კერძოდ მცირე დოზების რადიაციის გავლენას სხეულზე, სტრესი, რადიოფობია, ფიზიკური და გონებრივი სტრესული დატვირთვა და ა.შ.

რადიონუკლიდების ორგანიზმში შეღწევის ერთ -ერთი მთავარი გზაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რადგან ხდება ცუდად ხსნადი რადიონუკლიდების კონტაქტი ლორწოვან გარსთან საკვების და წყლის მიღებისას. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ზრდა, რომლებიც დიაგნოზირებულია გამოკითხულთა 60% -ში, რომლებიც საავადმყოფოში იყვნენ განსხვავებული პათოლოგიებით, გააჩნიათ საკუთარი სპეციფიკა.

ნაჩვენებია, რომ არახელსაყრელი გარემოს ფაქტორები პირველ რიგში გავლენას ახდენენ ორგანიზმის ჰიპერერგული ტიპის არასპეციფიკური რეაქციის პასუხის განვითარებაზე, რაც დამახასიათებელია ხანდაზმულთათვის.

ეს, როგორც ჩანს, აიხსნება სხეულის დამცავი სისტემის გარკვეული „განიარაღებით“, ასევე მისი ადაპტაციური პასუხების პერიორიენტაციით გარკვეულ მკურნალობის ვერსიების მიმართ (პასიეშვილი, 2000).

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 72 პაციენტმა ქრონიკული პანკრეატიტით ეგზოკრინული უკმარისობის გამოვლენით 27 -დან 42 წლამდე ასაკში. 38-ზე დიაგნოზი დაისვა ავარიის ადგილას ყოფნის შემდეგ ძირითადი ჩვეულებრივი თერაპიის ფონზე (ანტისპაზმური საშუალებები, H-2 ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორები პირველი 2-4 დღის განმავლობაში ძლიერი ტკივილის დროს) გამოყენებულ იქნა pollenzym. პოლენზიმი არის ფერმენტი რომელიც მიიღება ყვავილის მტვრისაგან. პრეპარატის ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს 50 მგ pollenase, რომელსაც გააჩნია ინვერტაზას აქტივობა, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსში მიკროცირკულაციის პროცესების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, პრეპარატს შეუძლია აჩვენოს ანთების საწინააღმდეგო, რეპარაციული, ქოლეტური, ჰეპატოპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედებები.

Polenzym ინიშნება 1 აბი 4 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, 15-18 დღიანი მკურნალობის კურსით.

პაციენტთა საკონტროლო ჯგუფში, გამოიყენებოდა პანკრეატინი და ფესტალი.

დაავადების კლინიკური გამოვლინების დინამიკაზე დაკვირვებისას პაციენტთა ძირითად ჯგუფში აღინიშნა, რომ უკვე მკურნალობის მე-2 მე -3 დღეს შეინიშნა მუცლის შებერილობის შემცირება ან გაქრობა, განავალის სტაბილიზაცია სკატოლოგიური პარამეტრების ნორმალიზების ტენდენციით. მტკივნეული სინდრომი მნიშვნელოვნად შემცირდა 21 პაციენტში პრეპარატის მიღებიდან მე -3 დღეს და შემდგომში (6 – 7 დღე) ტკივილი განისაზღვრა მხოლოდ თითების ზეწოლით მუცელზე. ამავდროულად შეინიშნებოდა დადებითი ცვლილებები ბიოქიმიურ პარამეტრებში, კერძოდ: ლიპიდების პეროქსიდაციის და ანტიოქსიდანტური დაცვის მაჩვენებლები, პანკრეასის ფერმენტების შემცველობა სისხლში და შარდში, კალიკრეინკინინის სისტემაში.

პაციენტთა საკონტროლო ჯგუფში ძირითადი ჩივილების დინამიკა ნაკლები იყო და „ჩამორჩენა“ საშუალოდ 4 – 5 დღით განისაზღვრა. მიუხედავად თანმხლები პათოლოგიების მრავალფეროვნებისა პაციენტთა ძირითად ჯგუფში არ იყო დანიშნული სხვა ჯგუფის პრეპარატები. ამავე დროს, საკონტროლო ჯგუფში, სადაც თანმხლები გაბატონებული პათოლოგიები გვხვდებოდა თითქმის იგივე სიხშირით, გარდა ამისა გამოიყენმებოდა ქოლეტური, რეპარაციული, ჰეპატოპროტექტორები და სხვა პრეპარატების ჯგუფები. თერაპიის რეჟიმების მსგავსი იძულებითი ზეწოლა ზრდის გვერდითი რეაქციების გამოვლენის რისკს, რაც დაფიქსირდა პაციენტთა საკონტროლო ჯგუფის 5 შემთხვევაში (პასიეშვილი 2000).

კოლიტის, ქრონიკული ყაბზობისა და დიარეის დროს ყვავილის მტვერი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიიღება სუფთა სახით (ანუ თაფლის გარეშე) 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები არ შემჩნეულა. მკურნალობის კურსი 1-1,5 თვე.

იგივე დაავადებებზე, რომლებიც არ ემორჩილება ანტიბიოტიკებით და სხვა მედიკამენტებით მკურნალობას, კარგი შედეგი მიიღება შემდეგი ნარევის გამოყენებით:

180 გ თაფლი იხსნება 800 მლ ცივ წყალში და ვამატებთ 50 გ ფუტკრის ჭეოს მუდმივი მორევით. ნარევი ინახება ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღის განმავლობაში დუღილის(ამჟავების) ნიშნებამდე.

მიიღეთ 1/2 – 2/3 სუფრის კოვზი ჭამის წინ. მკურნალობის კურსია 1 – 1.5 თვე (ალექსეევი, 1993). ღვიძლის დაავადება

ნაღვლის ბუშტის ქოლესტეროზით დაავადებულმა პაციენტებმა შეაფასეს ფუტკრის ჭეოს ეფექტურობა და შედეგიანობა.

ჭეო გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება ტაბლეტის მომზადებისას შემდეგ პრეპარატებში “Vinibis”, “Semrug”.

კვლევაში ჩართული იყო 20 პაციენტი ნაღვლის ბუშტის ქოლესტეროზით და ბუშტის სანათურში ჰეტეროგენული ნაღვლის ან ჰიპერექოული ნარევის არსებობა და ასევე ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით.

პაციენტებს 30 დღის განმავლობაში დაენიშნათ პრეპარატ „ვინიბისის“ მიღება დოზით 5 გრ. დღეში, რაც ექვივალენტია 15გ ფუტკრის ჭეოსი. პრეპარატის მიღებამ გამოიწვია მდგომარეობის ობიექტური გაუმჯობესება პაციენტთა 63.1%-ში, რომლებშიც აღინიშნა ღვიძლში სისხლის შეგუბების და არაერთგვაროვანი ნაღვლის წვენის გაქრობა. პაციენტების 57.9% -ს გააუმჯობესდა ნაღვლის ბუშტის კუმშვადობა 50% -მდე და მეტზე, პაციენტების 36,9% –ში არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. მდგომარეობის გაუარესება პაციენტებში არ დაფიქსირებულა. მიღებული მონაცემები მეტყველებს რომ ფუტკრის ჭეო გარკვეულ დადებით გავლენას ახდენს ნაღვლის ბუშტის ფუნქციაზე და ნაღვლის ხარისხზე. ეფექტის ნაკლებობა, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მკურნალობის მოკლე კურსთან (დუბცოვა, 2005).

ძალიან კარგ შედეგს იძლევა ყვავილის მტვრით მკურნალობა ქრონიკული ჰეპატიტების. დაავადების შესაბამისი დიეტის ფონზე, პაციენტებს ენიშნებათ 30 გრ. ყვავილის მტვერი 30 დღის განმავლობაში. ღვიძლის დაავადების დროს ეფექტურია დღეში ორჯერ მიღება, საუზმის და სადილის შემდეგ, ნარევი 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი (ალექსეევი, 1993).

სხვადასხვა სახის ყვავილის მტვრის ორგანიზმზე სპეციფიკური ზემოქმედება (კრივცოვი, ლებედევი, 1993).

ყვავილის მტვრის სახეობები სპეციფიკური ზემოქმედება (ეფექტი)
ევკალიპტი ანტიბიოტიკური, ბრონქეტებისატვის და

სურდოს საწინააღმდეგო

ლავანდა, როზმარინი აპეტიტის აღმდგენი
მანანასებრნი პროსტატიტის და ნაღვლის ბუშტის

კენჭების საწინააღმდეგო

აკაცია, კიტრისუნა, ყაყაჩო დამამშვიდებელი
კუნელი, წიწიბურა სისხლძარღვების გამაჯანსაღებელი
წაბლი, ბეგქონდარა არტერიული სისიხლის მიმოქცევის

მარეგულირებელი

ცხენის წაბლი ვენური სისხლის მიმოქცევის

მარეგულირებელი

კუნელი გულის კუნთის გამაჯანსაღებველი
ხახვისთავა, სალბი შარდმდენი
აკაცია, რეჰანი (ბაზილიკი) კუჭის მუშაობის ნორმალიზება
ევკალიპტი, ვაშლი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება
ბეგქონდარა გონებრივი შესაძლებლობების

გაუმჯობესება

ვაშლი ინფაქტ საწინააღმდეგო მოქმედება
ატამი უძილობის საწინააღმდეგო
როზმარინი კუჭ-ნაწლავის მუშაობის გააქტიურება
ჩვეულებრივი ყაყაჩო ხველის საწინააღმდეგო
რაფსი ვარიკოზული წყლულების საწინააღმდეგო
წაბლი ვარიკოზული ვენების გაფართოების

საწინააღმდეგო

ევკალიპტი, ატამი, ასკილი, ტირიფი მატონიზირებელი მოქმედება

 ყვავილის მტვრით მკურნალობა

ჭეოში შემავალი ყვავილის მტვრის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ისეთივე უნივერსალურია, როგორც მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების მოქმედება. მას აქვს სასარგებლო გავლენა კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, აღადგენს დაკარგულ მადას, ეხმარება ძლიერ მისუსტებულ ორგანიზმს, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობის მიმდინარეობას, წარმატებით გამოიყენება ნევროზებისთვის და ნერვული დეპრესიის დროს, ნევრასთენია, პროსტატის დაავადებებისას, დიაბეტის დროს, იმპოტენციის აღსადგენად.

მოვიყვანთ იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მკურნალობაშიც გამოიყენება ყვავილის მტვერი და ჭეო:

  1. კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები;
  1. პეპტიური წყლული; 
  1. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები; 
  1. გულ -სისხლძარღვთა დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში; 
  1. გულის იშემიური დაავადება; 
  1. სისხლძარღვების ათეროსკლეროზი; 
  1. ჰიპერტენზია; 
  1. გადაღლილობა; 
  1. კლიმაქსი; 
  1. სექსუალური უკმარისობა მამაკაცებსა და ქალებში; 
  1. პროსტატიტი; 
  1. ზოგადად გაძლიერება.

ჰოსპიტალურ პირობებში, ყვავილის მტვერი პირველად გამოიყენეს პარიზის კლინიკაში 1956 წელს ლენორმანდმა და შოვინმა. ყვავილის მტვერს იყენებდნენ ნაწლავის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც გასაოცარ შედეგს მიაღწიეს. აღმოჩნდა რომ

ყვავილი მტვერი ფლობდა მარეგულირებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ყვავილის მტვრის სასარგებლო ეფექტი დაფიქსირდა როგორც ქრონიკული ყაბზობისას, ასევე ქრონიკული გამონადენისას, თანმხლები კოლიტით, რომელთა მკურნალობისას არის ანტიბიოტიკოთერაპია არაეფექტური გახდა. ყვავილის მტვრის ანტიბიოტიკური მოქმედება ნაწლავური ბაქტერიების წინააღმდეგ ალბათ მკურნალობის მთავარი ფაქტორია კუჭ- ნაწლავის დაავადებების მკურნალობისას.

ყვავილის მტვერი გამოირჩევა ფიზიოლოგიური აქტივობების ფართო სპექტრით:

  1. ანაბოლური;
  2. ზრდის ჰემოგლობინის, ერითროციტების შემცველობას, ამცირებს ESR- ს, ლეიკოციტების რაოდენობა სისხლში;
  3. აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას;
  4. ანტიმიკრობული მოქმედება მიმართულია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ;
  5. ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას;
  6. აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს დაბერების დროს;
  7. ახდენს კუჭ -ნაწლავის ტრაქტის აქტივობის ნორმალიზებას;
  8. აძლიერებს სისხლძარღვების კაპილარებს და აღადგენს დარღვეულ მიკროქსოვილებში მიმოქცევას;
  9. ანტიჰიპერტენზიული და ანტიბრადიკარდიული ეფექტები;
  10. მაღალი რეგენერაციული უნარი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ქსოვილებში (ღვიძლის ნეკროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი);
  11. ჭრილობის სამკურნალო ეფექტი;
  12. იმუნოსტიმულატორული ეფექტი;
  13. აუმჯობესებს მადას;
  14. ადაპტოგენი;
  15. საძილე საშუალება;
  16. რადიოპროტექტორული ეფექტი.

ალეკო პაპავა