აგროსიახლეები

იაპონიაში, აუქციონზე ჩაი რეკორდულ ფასად გაიყიდა

იაპონიაში ერთი კილოგრამი ახალი მოსავლის მწვანე ჩაი ზღაპრულ ფასად _ 1,96 მილიონ იენად ანუ 15,5 ათას დოლარად გაიყიდა. იტყობინება იაპონიის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო Kyodo.
აუქციონი ქალაქ შიზუოკაში (ქვეყნის ცენტრში ჩუბუს რეგიონი) გაიმართა, აუქციონი აქ ყოველწლიურად ტარდება. 

ჩუბუს რეგიონი იაპონიაში ცნობილია როგორც მწვანე ჩაის მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, სადაც ქვეყნის საუკეთესო ჩაის პლანტაციებია გაშენებული.

ჩაის ფასი მსგავსი აუქციონებისთვის რეკორდული გამოდგა.

აუქციონზე საწყისი ფასი იყო ხუთი ათასი იენი (დაახლოებით 40 დოლარი) კილოგრამზე. ვაჭრობის მხოლოდ პირველ საათში ორ ტონაზე მეტი გაიყიდა. მყიდველი იყო 35 წლის საბითუმო მოვაჭრე ნაცუკი ვადა. მისი თქმით, სასმელი (ჩაი) უნიკალური ინტენსიური გემოს, ხავერდოვანი ფერის და არომატის გამო შეიძინა.

აუქციონზე გამოტანილი პროდუქციის ხარისხზე სხვა ექსპერტებმაც ილაპარაკეს, ახალი ამ წელს რეგიონში მოწეული ჩაის ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო.

იაპონია ზოგადად ცნობილია აუქციონებით, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მაღალ ფასებში იყიდება. მაგალითად, გასული წლის ივლისში, ქალაქ კანაზავაში გამართულ აუქციონზე იშვიათი ჯიშის „პიმა რუბის“ ყურძნის მტევანი თითქმის 13 ათას დოლარად გაიყიდა. გასულ იანვარში ტოკიოში ყოველწლიურ თევზის აუქციონზე 278 კილოგრამიანი თინუსი 1,8 მილიონ დოლარად იყიდეს. 

ფუკუის პრეფექტურაში მსგავს აუქციონზე კომპანია კიომურამ, რომელსაც საკუთარი რესტორნების ქსელს SushiZanmai აქვს, თოვლის კიბორჩხალა (კამჩატკის კიბორჩხალა) შვიდ ათას დოლარად გაყიდა.