ირანი პარკოსანი კულტურების ექსპორტის სრულად შეზღუდვას გეგმავს
ირანი ძირითად პარკოსან კულტურებზე _ ბარდაზე, ლობიოზე, ოსპზე და მუხუდოზე საექსპორტო შეზღუდვების დაწესებას განიხილავს, რადგან ქვეყანა ამ კულტურების წარმოების მოცულობით საკუთარ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს.
შემაკავებელი ზომების ხანგრძლივობა განისაზღვრება ირანის შიდა ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვები შეიძლება დროებითი ან გრძელვადიანი იყოს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია შიდა წარმოება დააკმაყოფილოს მოთხოვნა.
რუსეთის ფედერაციის მარცვლეულის ექსპორტიორთა და მწარმოებელთა კავშირი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა ახალი შესაძლებლობები შექმნას რუსი ექსპორტიორებისთვის. კერძოდ, ისინი ვარაუდობენ, რომ რუსულმა კომპანიებმა შესაძლოა მიწოდების ახალი მიმართულება მიიღონ ან, მინიმუმ, გააძლიერონ თავიანთი პოზიციები იმ ქვეყნების ბაზრებზე, სადაც ადრე ირანიდან პარკოსნები შემოჰქონდათ.
ამრიგად, ირანიდან ექსპორტის შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის გადანაწილება და სხვა ექსპორტიორებს შორის კონკურენციის გაზრდა გამოიწვიოს.