მეცნიერებმა შექმნეს ყვავილის მტვრის გადამტანი რობოტი მწერები, რომლებიც მცენარეთა დამტვერვას შეუწყობენ ხელს
მეცნიერები კვლავ აგრძელებენ დამამტვერიანებელი მწერი რობოტების ტექნოლოგიების განვითარებას, რათა ის მაქსიმალურად მიამსგავსონ მათ ბუნებრივ ანალოგებს, რომ რობოტი მწერი იყოს ბუნებრივზე უფრო სწრაფი, მოქნილი, გამძლე, მოხერხებული და ეფექტიანი.
მეცნიერებმა მიზნად დაისახეს მწერი რობოტის ძველი ვერსიების გაუმჯობესება და ახალი მოდერნიზებული ვერსიის შექმნა, რაც ითვალისწინებს რვა ფრთის ნაცვლად ოთხი ფრთის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფრენის სტაბილურობას, სიჩქარესა და მანევრულობას.
ახალი მოდელი მაქსიმალურად იმეორებს ბუნებრივი მწერების მოძრაობას. მოდიფიცირებულ რობოტ მწერს უფრო მძლავრი ელემენტი და სენსორები აქვს, რაც საშუალებას აძლევს, 100-ჯერ მეტხანს იფრინოს, ვიდრე წინა მოდელებმა.
კონსტრუქტორები, რობოტების ავტონომიისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ინტენსიურად მუშაობენ უფრო დახვეწონ ხელოვნური ინტელექტის პარამეტრები, რათა ფრთების მოძრაობა უფრო მოქნილი და ეფექტიანი იყოს.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ამ რობოტ მწერებს შეეძლებათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ მსოფლიოში გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში.