ლარი ელისონი და ელონ მასკი სოფლის მეურნეობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის ერთიანდებიან
ელონ მასკის SpaceX და Ellison’s Oracle ახალ კარტოგრაფიულ პროგრამას შექმნიან, რომელიც სრულად ასახავს, აღრიცხავს აშშ-ში სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობას და მრავალფეროვნებას, იტყობინება Business Insider.
როგორც ლარი ელისონი ამბობს, რომ პროგრამა ასევე დაეხმარება ფერმერებს შეაფასონ რა ნაბიჯი და ღონისძიებაა გასატარებელი წარმოების გასაზრდელად, დაადგინონ სავარგულებზე ნიადაგი, არის თუ არა უზრუნველყოფილი საკმარისი ტენით, აზოტით და სხვა მინერალებით.
_ ჩვენ ამას ისევ ელონ მასკთან და SpaceX-თან ერთად ვაკეთებთ, _ აცხადებს ის.
ლარი ელისონი ხშირად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის და მასკი „ძალიან ახლო მეგობრები არიან”.
Oracle-ის დამფუძნებელი 2018-დან 2022 წლამდ ეასევე იყო Tesla-ს საბჭოს წევრი.
SpaceX სოფლის მეურნეობის სექტორში იანვარში ჩაერთო და ჯონ დირთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის გაცხადების შემდეგ, კომპანია ფერმერებს Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სერვისით უზრუნველყოფს.