აგროსიახლეები

ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 8.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლი

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 12.9 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა   10.9 ათასი ტონით (6.3-ჯერ), ხოლო ღირებულება – 6.8 მლნ აშშ დოლარით (6.1-ჯერ) გაიზარდა. 

ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (12 848 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა – თურქეთში და 2 ტონა – სომხეთში.