ქართული ღვინის დეგუსტაცია ვარშავაში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Warsaw Wine Expo”-ზე გაიმართა
ღონისძიებას პროფესიონალი სომელიე, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის წევრი, ვოიჩეხ სტარჟიცკი უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR” და პოლონური ღვინის ჟურნალის „Trybuszon” მხარდაჭერით გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10-მდე კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები. ქართული ღვინის დეგუსტაციას სომელიეეები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები ესწრებოდნენ.
პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა „Warsaw Wine Expo” 11-13 მარტს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის მთელი წლის განმავლობაში გაიმართება