აგროსიახლეები

აბაშაში ანჯელის სადრენაჟე არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც   120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს  მაისში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    12 395 ჰექტარი მიწის ფართობი.