აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება
აზერბაიჯანში, 2025 წლის იანვარ-მარტში, წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობამ 1 მილიარდ 601,6 მილიონი მანათი (1 აზერბაიჯანული მანათი (₼) დაახლოებით 0.59 აშშ დოლარი (USD), 1.60-1,64 ლარია) შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,9%-ით მეტია.
2025 წლის პირველ კვარტლში მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების მოცულობა შარშანდელთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 510.1 მილიონ მანათს მიაღწია, ხოლო ერთწლიან კულტურების მოსავლის წარმოება – 13%-ით გაიზარდა და 91.5 მილიონ მანათს მიაღწია.
იანვარ-მარტში ქვეყანამ 141,6 ათასი ტონა ხორცი (ზრდა 1,7%), 502,8 ათასი ტონა რძე (კლება 0,3%) და 583,1 მილიონი კვერცხი (ზრდა 2%) წარმოაჩინა.
2025 წლის 1 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში იყო 6 მილიონ 920 ათასი სული ცხვარი და თხა, 2 მილიონ 456,6 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის 1 მილიონ 220 ათასი ძროხა და კამეჩი და 3408 ათასი ღორი. ძროხები და კამეჩები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მთლიანი პოპულაციის 49.7%-ს შეადგენს.
წლევანდელ იანვარ-მარტში მეფრინველეობის ფერმებმა აწარმოვეს 21,3 ათასი ტონა ფრინველის ხორცი ცოცხალი წონით (გასულ წელს – 20,9 ათასი ტონა) და 308,8 მილიონი კვერცხი (გასულ წელს – 296,6 მილიონი ცალი). მათში ფრინველთა საერთო რაოდენობა 9 მილიონ 545.7 ათასი თავი იყო, თითოეული კვერცხმდებელი ქათმის საშუალო პროდუქტიულობა 74 კვერცხი იყო.
გარდა ამისა, იანვარ-მარტში ფერმებმა 110,1 ათასი ტონა ბოსტნეულის პროდუქტი აწარმოვეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია.
ხაირადინ ნასირზადე