აგროსიახლეები

სომხეთის სოფლის მეურნეობა – 2024 წელი​

სომხეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ზოგიერთ სფეროში ზრდა დაფიქსირდა, ზოგან კი _ შემცირება.​
2024 წელს სომხეთის სოფლის მეურნეობის, ტყის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროს წარმოებული პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ 311.2 მილიარდ სომხურ დრამს (1 აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 485 დრამია, ხოლო 1 ლარი დაახლოებით 142 სომხურ დრამი) გადააჭარბა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3%-ით მეტია.

​ ქვეყანაში შარშან მარცვლეულის წარმოება 177.9 ათასი ტონიდან 120.7 ათას ტონამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების ნათესი ფართობი 71 ათას ჰექტრიდან 57 ათას ჰექტრამდე შემცირდა და ეს მაჩვენებლები თითქმის 2021-2022 წლების დონეს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა საკუთარი მარცვლეულით მოთხოვნილების მხოლოდ მესამედს აწარმოებს.

2024 წელს სომხეთში რძის წარმოებაც 590 ათასი ტონიდან 575 ათას ტონამდე შემცირდა. DairyNews-ის ცნობით კლება ძირითადად დაკავშირებულია პანდემიისა და კლიმატური პირობების გაუარესებასთან. ​ მრავალწლიანი კულტურების, ხილის და ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოსტნეულის წარმოების 25.7%-იანი ზრდა. ​

გასულ წელს ქვეყანაში მეხორცული პირუტყვის რაოდენობა 502 ათასიდან 492 ათასამდე შემცირდა, რაც დაკავშირებულია როგორც არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებთან, ისე ცხოველების მასობრივ დაცემასთან​.

შარშან სომხეთში ფრინველების რაოდენობა 4.186 მილიონიდან 4.426 მილიონამდე გაიზარდა. ზრდა ძირითადად გამოიწვია ფრინველის ხორცისა და კვერცხზე მოთხოვნილების მატებამ და იმპორტის შემცირებამ. ​

შარშან სომხეთის მთავრობის 2020-2030 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, დაგეგმილი 1000 ჰექტრის ნაცვლად ხეხილის და კენკრის ბაღები 3260 ჰექტარზე გაშენდა.​

მნიშვნელოვნად განახლდა სასოფლო-სამეურნეო მანქანების და აგრეგატების პარკი. დაგეგმილი 500 ერთეულის ნაცვლად, შეძენილია 2685 ერთეული.​

2021-2024 წლებში სომხეთმა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება 15%-ით, ხოლო ექსპორტი 35%-ით გაიზარდა. სომხური ღვინო შევიდა ახალ ბაზრებზე: ბრაზილიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. ​

პოზიტიური ტენდენციები მიუხედავად, სომხეთის სოფლის მეურნეობის სექტორი კვლავ სირთულეებს აწყდება. ერთ-ერთი მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის დაბალი დონა. მარცვლეულის წარმოების კლება და იმპორტის ზრდა ქვეყნის აგრარულ სექტორის სეროზული გამოწვევაა და ექსპერტების შეფასებით ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების რისკებს ზრდის.​

ასევე პრობლემებს იწვევს მეხორცული და მერძეული პირუტყვის რაოდენობის შემცირება, რაც გავლენას ახდენს რძის და ხორცის წარმოებაზე.​

სომხეთის აგრარული სექტორის სერიოზული გამოწვევაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტიანად და სრულად გამოყენების პრობლემა, მთავრობის მცდელობის მიუხედავად, მიწების მხოლოდ 49% მუშავდება.

მასალა მომზადდა ქართულ და უცხოურ პრესის მასალების მიხედვით