აგროსიახლეები

სახელმწიფო იწყებს ლურჯი მოცვის მწარმოებლების მიზნობრივ დაფინანსებას

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი დაემატა – მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსება, რომლის მიზანია ლურჯი მოცვის სექტორის სტიმულირება და არსებული გამოწვევების გადაჭრა.
სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ქართული ლურჯი მოცვი სულ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. 2025 წლის თებერვალში, რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა – განსაკუთრებით დიდთოვლობამ – მნიშვნელოვნად დააზიანა მოცვის ბაღები, რის გამოც გაჩნდა საჭიროება, რომ ფერმერებს დროულად მიეღოთ დახმარება აგროტექნიკური ღონისძიებების გასატარებლად.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სეზონზე მოცვის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. სესხის წლიური პროცენტის 9%-ს სოფლის განვითარების სააგენტო დაუფარავს ბენეფიციარებს, თანადაფინანსება კი არაუმეტეს 12 თვის ვადით გავრცელდება. სესხის მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით. სესხის ოდენობა მერყეობს 10,000 ლარიდან 100,000 ლარამდე და ის გაცემდება იმ ფერმერებზე, რომელთა მოცვის ბაღები მდებარეობს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში.

შეღავათიანი სესხის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ხარჯებისთვის:

  • პესტიციდები და სასუქები (ორგანული და მინერალური);

  • მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები;

  • შრომითი რესურსები;

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება და მასთან დაკავშირებული საწვავ-საცხები მასალები;

  • მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის საფასური.

პროექტით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების მფლობელობაში არსებული საწარმოებისა.

ქვეკომპონენტის დეტალური პირობების გაცნობა შესაძლებელია მითითებულ  ბმულზე