მიგრანტები აღარ არიან _ კალიფორნიაში მოსავლის ასაღებად მუშა-ხელი არ ჰყოფნით
EastFruit-ის ინფორმაციით, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აგრარულ რეგიონში — კალიფორნიაში, სადაც ქვეყნის ძირითადი ხილისა და კაკლის მოსავალი მოჰყავთ, ზაფხულის პიკის მიუხედავად, ბაღებსა და მონდვრებში მოსავლის აღებად ვერ ახერხებენ.
მიზეზი – მუშახელის მწვავე ნაკლებობაა. ადრე ამ სამუშაოს აქ მიგრანტები ასრულებდნენ, დღეს კი მასობრივი იმიგრაციული შემოწმებების და მკაცრი ზომების გატარების შედეგად მიგრანტი მუშახელი ფაქტობრივად გაქრა. ფერმებმა საშუალოდ მუშახელს 70% დაკარგა, რაც სექტორისთვის კატასტროფული შედეგია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მალფუჭებადი ხილის თუ ბოსტნეულის მოსავალია ასაღები.
„ხილი სწრაფად ფუჭდება. როცა მუშახელის 70%-ის დეფიციტია, მოსავლის 70%-იც აუღებელი რჩება. ამერიკელების უმეტესობა ასეთი სამუშაოს შესრულებას დათანხმდება“, – ამბობს ფერმერი ლიზა ტეიტი.
AgroTimes-ის ინფორმაციით, რომელიც გამოცემა Vilt-ის მასალას ეყრდნობა, ყველაზე მძიმედ სწორედ ის მეურნეობები დაზარალდნენ, სადაც მოსავლის აღება შემჭიდროებული ვადებშია საჭირო.
მიგრანტების დასაქმება, რომელიც ტრადიციულად ამ სექტორის საყრდენად ითვლებოდა, დღეს თითქმის ვეღარ ხერხდება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიგრანტების დეპორტაციის მკაცრ კურსს საჯაროდ აცხადებს, თუმცა ხელისუფლება თავადაც აღიარებს, რომ ფერმერები შეუცვლელ, გამოცდილ სამუშაო ძალას კარგავენ.
საინფორმაციო წყაროების ცნობით, შესაძლოა, მთავრობამ განხილულოს საკითხი, რომლის მიხედვითაც მიგრანტების ნაწილს, მოქალაქეობის მინიჭების პერსპექტივის გარეშე, მხოლოდ სამუშაო ნებართვვის აღბა შეეძლებათ.
წყარო: EastFruit, Vilt, AgroTimes