აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმემცენარეობა

როზმარინის ეთეროვანი ზეთი

როზმარინი მარადმწვანე 0,5-2 მეტრი სიმაღლის მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარეა, რომლის ერთ ადგილზე  მოყვანა-წარმოება 20-30 წლის მანძილზე შეიძლება.
როზმარინის ეთერზეთი, მისი ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული მოქმედების გამო, გამოიყენება როგორც კონსერვანტი კვების მრეწველობაში.

მედიცინაში ბუნებრივი ანტიოქსიდანტური პროდუქტები, როგორიცაა როზმა-რინის ეთეროვანი ზეთი, სულ უფრო ხშირად გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგიური  დაავადებების  სამკურნალოდ. როზმარინის ეთერზეთი აძლიე-რებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თმის ცვენას.

აღსანიშნავია, რომ როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი ასტიმულირებს თმის ზრდას. როზმარინის ზეთის ჩასუნთქვა დაგეხმარებათ ფოკუსირებაში და ინფორმაციის დამახსო-ვრებაში დემენციის მქონე ხანდაზმულებში, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადებისას.

2020082413215090942

როზმარინის ეთერზეთის არომათერაპია ხელს უწყობს ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან დაკავშირებული დაავადებების განკურნებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინის ეთერზეთი სავარაუდოდ ხელს უწყობს კიბოს სიმსივნეების ზრდის შენელებას, კიბოს უჯრედების რეპროდუქციის შეფერხებით.

როზმარინის ეთერზეთზე მოთხოვნა იზრდება კოსმეტიკურ და კანის მოვლის საშუალებების ინდუსტრიაში, იგი გამოიყენება როგორც შემკვრელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

როზმარინის ეთერზეთის მზარდი გამოყენება კანის მოვლის საშუალებებში, მედიცინაში იწვევს ამ პროდუქტის ბაზრის ზრდას მთელს მსოფლიოში.

ზემოთქმული მიუთითებს იმაზე, რომ როზმარინი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ერთ-ერთი პერსპექტიულიო ნედლეული საქართველოს ეთერზე-თების მრეწველობაში.

ნედლეულის გადამუშავების პროცესში თანმდევი პროდუქტის სახით მიიღება როზმარინის ჰიდროლატი.

როზმარინის ჰიდროლატი ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და პატრ0ფუ-მერიაში ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, ის ასევე  ამუხრუჭებს  ადამიანის ასაკობრივ ცვლილებებს.

ჰაერზე გამომშრალ ნედლეულში (2,5 ტონა/ჰა)  ეთეროვანი ზეთის შემცველობა შეადგენს 1,1-2,4 %, ნედლეულის მოყვანის ადგილისაგან დამოკიდებულებით. ეთეროვანი ზეთის საშუალო შემცველობა ახლადაღებულ მასაზე გადათვლით შეად-გენს 0,3 %. შესაბამისად, ზეთის გამოსავალი  აღწევს  60 კგ/ჰა.

ქვემოთ ნაჩვენებია შემოსავლები 1 ტონა ჰაერზე გამომშრალი როზმარინის ნედლეულის გადამუშავებისას (ზეთშემცველობა 2,5 %).

საქართველოში არსებობს ყველა პირობები როზმარინის ნედლეულის მოსაყვანად და საექსპორტო პროდუქციის საწარმოებლად.

შემოსავლები 1 ტონა  როზმარინის გადამუშავებისას

 

 

ტექნოლოგია

  პროდუქციის დასახელება
ეთეროვანი ზეთი         ჰიდროლატი შემოსავალი

$ აშშ

რაოდე-ნობა, კგ ღირე-ბულება,

$ აშშ

რაოდე-ნობა,

კგ

ღირე-ბულება,

$ აშშ

ახალი 24,0 11040(460 x 24) (300 x85) 25500 36 540/1ტ; 182700/ჰა

როზმარინის ეთეროვანი ზეთების  მსოფლიო ბაზრის მოცულობა  შეფასდა 3,14 მილიარდი აშშ დოლარით  2023 წელს. ზეთის წარმოების ზრდის ტემპი საპროგნოზო პერიოდში შეადგენს 4.8%.

როზმარინის ზეთის  ბაზრის მიმოხილვა

მონაცემები მოწოდებულია ბაზრის მონაწილეებისა და რეგიონების მიერ (ჩრდილოეთი ამერიკა, აზია წყნარი ოკეანე, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი,  აფრიკა და სამხრეთ ამერიკა).

როზმარინი