აშშ-ში ყველაზე დიდი ორგანული ვერტიკალური ფერმა შენდება
აშშ–ში აგრარული სექტორისთვის უპრეცედენტო პროექტი ხორციელდება, შენდება ქვეყანაში ყველაზე დიდი და ტექნოლოგიურად დახვეწილი ორგანული ვერტიკალური ფერმა, სადაც ბოსტნეულის, მიკრომწვანილის და პომიდვრის მოყვანა სრულად ავტომატიზებულად, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით იგეგმება.
ეს პროექტი ორ წამყვან კომპანიას: ვერტიკალურ აგროტექ სტარტაპს „80 Acres Farms“ და ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელ „Soli Organic“ – ის თანამშრომლობით ხორციელდება. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ამ თანამშრომლობის მიზანი აშშ–ში ერთ–ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და ინოვაციური დახურული მეურნეობის ქსელის შექმნაა.
ახალი კომპანიის სათავო ოფისი ოჰაიოს შტატის ქალაქ ჰამილტონში განთავსდება და პირველ წელსვე ნავარაუდევია 200 მილიონი აშშ დოლარს გამომუშავება.
კომპანიების გაერთიანების მთავარი მიზანი, ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა, უპესტიციდო პროდუქტებით ბაზრის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა.
ფირმების გაერთიანებით „80 Acres Farms“–ის უახლესი ზუსტ მიწათმოქმედებაზე დაფუძნებული GroLoop შეერწყმება „Soli Organic“–ის ორგანულ სოფლის მეურნეობაში მრავალწლიან გამოცდილებას.
GroLoop-სისტემა იყენებს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეგროვებულ მონაცემებს მოსავლის მოცულობის, მარაგების მართვისა და მიწოდების ჯაჭვის პროგნოზირებისთვის, რაც ამცირებს დანაკარგებს და ზრდის წარმოების ეფექტიანობას.
ორივე კომპანიას აგრარული ინოვაციების დანერგვასა და ეკოლოგიური პროდუქტების შექმნაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათი ღირებულებები მაღალხარისხიან, სუფთა, გემრიელ და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრად სასურათო პროდუქციის წარმოებას ეფუძნება და მათი პროდუქცია გრძელვადიანი შენახვის უნარით გამოირჩევა.
გაერთიანების შემდეგ ახალი კომპანია აშშ–ის მასშტაბით 17000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს მოამარაგებს ეკოლოგიურად სუფთა: სალათის ფურცლით, მწვანილეულით, მიკრომწვანილით და პომიდვრით. პროდუქცია განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„თანამედროვე მომხმარებელი ეძებს განსხვავებულ პროდუქციას, საიმედო მიწოდებას და ისტორიას, რომელსაც ენდობა“, — ამბობს უოლტერ რობი, Whole Foods Market-ის ყოფილი თანადირექტორი და Soli Organic-ის ამჟამინდელი თანათავმჯდომარე. მისი შეფასებით, დახურული ტიპის სოფლის მეურნეობა სულ უფრო სტრატეგულ მნიშვნელობას იძენს საცალო ბაზრისთვის, განსაკუთრებით მომარაგების გლობალურ სირთულეების ფონზე.
დახურული ტიპის ვერტიკალური ფერმერობა, კლიმატის ცვლილებებისა და რესურსების დეფიციტის პირობებში, სოფლის მეურნეობას მდგრად ალტერნატივას სთავაზობს, კონტროლირებადი გარემო ამცირებს წყლის მოხმარებას, მინიმუმამდე ამყოფებს მიწის მოთხოვნას და უზრუნველყოფს მოსავლის სტაბილურობასა და სიუხვეს.
Soli Organic-ის დამფუძნებელი ულფ იონსონი ამბობს:
„ვერტიკალური ფერმები გვთავაზობს სტაბილურ, მაღალი ხარისხის და უხვ მოსავალს.
მოხარულები ვარ, რომ ახალი თაობის სოფლის მეურნეობის შესაქმნელად ამ ორი წამყვანი ტექნოლოგიის გაერთიანება შეგვიძლია.“
ავტორი: ანა მედვედევა
AgroXXI.ru