კომპანია „ბარაქა“ გირჩევთ _ როგორ დავიწყოთ ხორბლისა და ქერის თესვა სწორად
ახლა, როდესაც მოსავლის აღება დასრულებულია, იწყება ახალი სასოფლო-სამეურნეო ციკლი – ხორბლისა და ქერის თესვა. სწორედ ამ ეტაპზე წყდება მომავალი წლის მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, ვინაიდან ნიადაგის სათანადო მომზადება და თესვის ტექნოლოგიურად გამართული პროცესი განსაზღვრავს, რამდენად ნაყოფიერი იქნება ფერმერის შრომა.
ხორბალი და ქერი საქართველოს აგრონომიული ტრადიციების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საუკუნეების განმავლობაში. ეს კულტურები არა მხოლოდ სასურსათო უზრუნველყოფის საფუძველია, არამედ კულტურულ-ისტორიული სიმბოლოც, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას. დღესაც, მრავალი ქართველი ფერმერი აქტიურად აგრძელებს ხორბლისა და ქერის წარმოებას და 2026 წლის ბარაქიანი მოსავლისთვის ემზადება.
„საწყისი ეტაპიდანვე კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა უზრუნველყოფს მცენარის სიძლიერეს და სტრესული გარემო პირობებისადმი მდგრადობას, რაც საბოლოოდ გვაძლევს უხვ და ხარისხიან მოსავალს,“ – აღნიშნავს აგროკომპანია „ბარაქას“ მარცვლოვანი კულტურების აგრონომი, დავით ზარიძე.
თესვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის სწორად განოყიერებას. ამ მიმართულებით ფერმერებისთვის სანდო პარტნიორად ითვლება აგროკომპანია „ბარაქა“, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალური კონსულტაციებითა და მაღალი ხარისხის მცენარეთა დაცვისა და გამოკვების პროდუქტებით. კომპანიის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, სერბული „Elixir Zorka“-ს პრემიუმ ხარისხის სასუქები, მათ შორის NPK 6:24:12 და NPK 7:21:21.
NPK 6:24:12 წარმოადგენს არაორგანულ, მყარ, კომპლექსურ მინერალურ სასუქს, რომელიც შეიცავს ყველა ძირითად მაკროელემენტს: აზოტს (N), ფოსფორს (P), კალიუმს (K) და გოგირდს (S). გარდა ამისა, მისი შემადგენლობა მდიდარია თუთიით (Zn), რომელიც უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია მცენარეთა ზრდისა და განვითარებისთვის.
NPK 7:21:21 ასევე არაორგანული, მყარი კომპლექსური სასუქია „Elixir Zorka“-ს Basic ხაზიდან. იგი აერთიანებს ძირითად მაკროელემენტებს – აზოტს, ფოსფორსა და კალიუმს, ხოლო დამატებით შეიცავს გოგირდსა (S) და თუთიას (Zn). გოგირდი ხელს უწყობს პროტეინის სინთეზს, ააქტიურებს ფერმენტულ პროცესებს და ზრდის მცენარეთა სტაბილურობას, ხოლო თუთია აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს, ქლოროფილისა და ნახშირწყლების სინთეზს.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოირჩევა მიკროგრანულირებული სასუქი Nutribust, რომელიც უკვე ბევრჯერ გახდა „ბარაქას“ ფერმერებისთვის მაღალი მოსავლიანობის გარანტი. იგი შეიცავს აზოტს (N), ფოსფორს (P) და გოგირდს (S). ფოსფორისა და თუთიის ოპტიმალური თანაფარდობა უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის ინტენსიურ განვითარებას და მცენარის საწყისი ზრდის ეფექტიანობას.
ამჟამად, სექტემბერში, ხორბლისა და ქერის თესვისთვის მზადებასთან ერთად, ფერმერებისთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები, ხოლო აგროკომპანია „ბარაქა“ აგრძელებს მათ მხარდაჭერას მაღალკვალიფიციური კონსულტაციებითა და სანდო პროდუქტებით.
სად შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული, პრემიუმ ხარისხის სასუქები?
აგროკომპანია „ბარაქას“ ფილიალები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:
- ყვარელი (ბურსას ხიდის მიმდებარედ) 📲 555 18 95 00;
- გურჯაანი, გურამიშვილის 15 (რკინიგზის სადგურის მიმდებარედ) 📲 591 22 78 14;
- ლაგოდეხი, სოფელი აფენი 📲 599 713 173;
- თელავი, სოფელი ნასამხრალი 📲 551 50 01 66;
- საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი 20 📲 595 06 66 01;
- მარნეული, სოფელი წერეთელი 📲 599 09 92 11;
- ზუგდიდი, სოფელი ცაიში 📲 551 52 97 03;
- გორი, ცხინვალის გზატკეცილი, I კმ 📲 591 06 54 14;
- წნორი, სოფელი საქობო 📲 579 54 54 12;
- წყალტუბო, სოფელი გეგუთი 📲 598 50 03 81.
ასევე შესაძლებელია პროდუქციის ონლაინ შეძენა ოფიციალურ ვებგვერდზე: www.baraka.ge, სადაც მოქმედებს მიტანის სერვისი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სასურველი დროის არჩევის შესაძლებლობით.
დამატებითი ინფორმაციისთვი, იხილეთ ვიდეო: რა განსხვავებაა სტანდარტულ სასუქსა და ჩვენს ნუტრიბუსტს შორის?