აგროსიახლეები

გოგრის ცუკატები – ჯადოსნური ნუგბარი, როგორ მოვამზადოთ, შევინახოთ და ვაქციოთ ნამდვილ კულინარიულ ჰიტად

გოგრის მხოლოდ მოხარშვა, შეწვა,  ფაფისა და პიურეს მომზადება კი არ შეიძლება, არამედ მისგან საოცარი ცუკათები მზადდება: ძალზე ნაზი, ოდნავ ხრაშუნა, თაფლოვან-სუნელოვანი ტბილეული, რომელიც პირში დნება. ის მშვენივრად ეთავსება  შვრიის ფაფას საუზმეზე, გემოებით ამდიდრებს, ამშვენებს ნამცხვრებს და შესანიშნავი ჯანსაღი საკვებია როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის.
გოგრის ცუკატები საუკეთესო ტკბილეულია. მაღაზიაში ნაყიდ კანფეტებთან შედარებით, ეს ვიტამინების ულევი წყაროა – გოგრა მდიდარია A და E ვიტამინებითა და ბოჭკოებით, შეიცავს ნაკლებ შაქრას.

გოგრის ცუკატები თვეების განმავლობაში ინახება და ყვითელ-ოქროსფერი ნაჭრები ზამთრის ცივ ამინდებში როცა მაღაზიაში გასვლა არცთუ სასიამოვნოა შესანიშნავი პირისჩასატბარუნებელი ნუგბარია.


ცუკატების მოსამზადებლად საუკეთესოდ მუსკატური გოგრა ითვლება. გრძელი, შუაში ოდნავ შევიწროებული, ტკბილი და სურნელოვანი, მკვრივი, მაგრამ არა ბოჭკოვანი რბილობით. კარგია მსხვილნაყოფიანი მშრალი ჯიშებიც. წყლიანი, ნაკლებად ტკბილი გოგრისგან სასურველი ცუკატები ვერ გამოვა, სასურველი გემო  არ ექნება.

ინგრედიენტები (დაახლოებით 1 კგ. გაწმენდილი გოგრისთვის)

  • გოგრა – 1 კგ;

  • შაქარი – 500–700 გ (სტანდარტულად 1:1 გოგრასთან, მაგრამ დამოკიდებულია სიტკბოზე)

  • წყალი – 200–300 მლ;

  • ლიმონის მჟავა 0.5–1 ჩ/კ ან ნახევარი ლიმონის წვენი;

  • სურვილისამებრ: დარიჩინი, მიხაკი, კარდამონი, ფორთოხლის კანი,  კოჭა.

მომზადების ეტაპები

  1. გოგრა გარეცხეთ, გაჭერით, გაასუფთვეთ ბოჭკოებისა და თესლისგან, მოაცალეთ ქერქი და დაჭერით, დაახლოებით 2×2 სმ. კუბებად;

  2. ფართო ქვაბში შაქარი და წყალი აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და სურვილისამებრ დაამატეთ სანელებლები;

  3. ჩააწყვეთ გოგრის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე 25–40 წუთი ხარშეთ, სანამ ნაჭრები გამჭვირვალე და ელასტიკური არ გახდება;

  4. მომზადების ბოლოს დაამატეთ ლიმონის წვენი ან მჟავა;

  5. ნაჭრები გადაწურეთ, გააშრეთ 30-60 წუთით. დარჩენილი სიროფი შეინახეთ, შესანიშნავია ჩაის, ტორტის კრემის ან ბლინებისათვის.

შრობის ორი გზა ხერხი არსებობს: 

  • ღუმელში – 80-100°C-ზე, ოდნავ შეღებული კარით, 1-2 საათის განმავლობაში, პერიოდული გადაბრუნებით;

  • ბუნებრივად – მშრალ, კარგად განიავებულ ადგილას 3-5 დღის მანძილზე, პერიოდული გადაბრუნებით.

მზად ცუკატებს უნდა ჰქონდეთ ელასტიური, ოდნავ ხრაშუნა ტექსტურა – არც სველი, არც ძალიან მაგარი. შეინახეთ მინის ქილაში ან ქსოვილის ტომარაში მშრალ და ბნელ ადგილზე. სწორად შენახვის შემთხვევაში 6-12 თვე ინარჩუნებს სიხალასეს.

მზა ცუკატების გამოყენება შეიძლება: 

  • ჩაისთან ერთად დამოუკიდებელი დესერტად;

  • ნამცხვრებსა და კექსებში – მშრალი ხილს მშვენიერი იაფფასიანია ალტერნატივაა:

  • დილით – შვრიის, ქერის ან ბრინჯის ფაფებში;

  • ნაყინსა და სხვა დესერტებში:

  • ტორტებისა და ხაჭოს ნამცხვრების დეკორაციად;

  • მარცვლეულის ნარევში და მუსლიში;

  • კომპოტში სიტკბოსა და არომატისთვის.

 სცადეთ და მოამზადეთ ეს პატარა ჯანსაღი სასწაული საკუთარი ხელით – შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

წყარო: AgroXXI.ru