აგროსიახლეები

ქართული თხილის ექსპორტი 2025-ში კვლავ ლიდერობს

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან კაკლოვანი ხილის ექსპორტმა 59 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, სადაც მთავარი წილი თხილზე მოდის.
გადამუშავებული კაკლოვანი პროდუქციის ექსპორტმა კი 46.9 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

საექსპორტო მიმართულებებიდან ევროკავშირი კვლავ წამყვან პოზიციაზეა, რომელიც ქართული თხილის ძირითადი ბაზარია.

ექსპერტების შეფასებით, სტაბილური მოთხოვნა და ევროკავშირის ბაზარზე ხარისხის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა, ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე მეტყველებს.