აგროსიახლეებიმებაღეობა

ქართული ვაშლის ექსპორტი რეკორდულად იზრდება

2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საერთაშორისო ბაზარზე საქართველოდან 906 ტონა ვაშლი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 698 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვაშლის ექსპორტი მკვეთრად გაუმჯობესებულია:
  • ექსპორტის მოცულობა გაიზრდილია 65 %-ით (დამატებით 356 ტონა);

  • საერთო ღირებულება კი – 105 %-ით (პლუს 357 ათასი დოლარი).

ასევე გაიზარდა პროდუქციის ფასიც: ერთი კილოგრამი ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.77 აშშ დოლარს მიაღწია, რაც  შარშანდელ, იგივე პერიოდის მონაცემებზე 24 %-ით მეტია.

ქართული ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც აგვისტო-სექტემბერში 697 ტონა ვაშლი გაიყიდა. მეორე პოზიციაზე ბელარუსია – 150 ტონით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი, სადაც 59 ტონა ქართული ვაშლი გავიდა.

ვაშლის ექსპორტის ასეთი ზრდა მკვეთრი ზრდა ქართული ხილის კონკურენტუნარიანობასა და საერთაშორისო ბაზრებზე მზარდ მოთხოვნას  უსვამს ხაზს.