აგროსიახლეებიმებაღეობა

არასტანდარტული ვაშლის პროგრამა ფერმერებს მილიონზე მეტი ლარის შემოსავალს მისცემს

2025 წლის სექტემბრიდან მოქმედი სახელმწიფო ინიციატივა „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა“ უკვე თვალსაჩინო შედეგს აჩვენებს.
დღეის მდგომარეობით, 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, რის შედეგადაც ქართველმა ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

პროგრამა 9 სექტემბერს ამოქმედდა და მისი მიზანია ფერმერების დახმარება მოსავლის დაბინავების პროცესში. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესით:

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2025 წლის 15 დეკემბრამდე, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან;

სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სახელმწიფო პროგრამით არასტანდარტულ ვაშლს   ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის  რეგიონში იბარებენ.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბი.