აგროსიახლეები

აჭარის ციტრუსის სეზონი 2025: კარგი მოსავალი, გამართული ლოჯისტიკა და მხარდაჭერა ფერმერების

აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაშია, ხოლო რეგიონის მთავრობა და შესაბამისი უწყებები პროცესის შეუფერხებლად წარმართვაზე ერთობლივად ზრუნავენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე შეხვდნენ მეციტრუსე ფერმერებს, რათა სეზონთან დაკავშირებული მთავარ ორგანიზაციულ საკითხებზე ემსჯელათ.

შეხვედრის მიზანი მაღალი ხარისხის პროდუქციის წინ წამოწევა, მისი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის ეფექტიანი მართვა იყო.

შეხვედრაზე განიხილეს ციტრუსის სეზონის ორგანიზაციული მხარე, საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციები და ის ნაბიჯები, რომლებიც ფერმერებს უკეთესი შედეგის მიღწევაში დაეხმარება. აჭარის მთავროიბის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში ყველა ხელმისაწვდომი რესურსი მობილიზებულია, რათა ციტრუსის აღება, გადამუშავება, რეალიზაცია და ტრანსპორტირება შეუფერხებლად წარიმართოს.

ბატონმა სულხან თამაზაშვილმა ფერმერებს აცნობა, რომ ხელისუფლება სრულად არის ჩართული პროცესში და მიზნად ისახავს, რომ ყოველი ფერმერი მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებს. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელი ციტრუსის ხარისხისა და მოსავლიანობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად წარმატებული იქნება.

წლეულს აჭარაში მოსალოდნელია 60 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავალი, რაც 30%-ით აღემატება გასული  წლის მაჩვენებელს. ეს ზრდა მიანიშნებს როგორც ამინდისა და აგროტექნოლოგიების ოპტიმალურ პირობებზე, ისე ფერმერების მაღალი მოტივაციისა და ჩართულობის ზრდაზე.

მთავრობა აგრძელებს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამას, რომლის მიზანიც ფერმერებისთვის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამავდროულად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ყოველდღიურად აკონტროლებს რეალიზაციის, გადამუშავებისა და ლოჯისტიკის ყველა ეტაპს, რათა პროცესი გამართული და დროულად წარიმართოს.

2025 წლის ციტრუსის სეზონი აჭარაში ოპტიმისტური მოლოდინებით აღინიშნება, უხვი მოსავალი, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა და გამართული ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა საფუძველს ქმნის, რომ რეგიონი წარმატებით მოემსახუროს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებს.

ფერმერებს იმედი აქვთ, რომ წლევანდელი სეზონი მათთვის მომგებიანი და სტაბილური იქნება, ხოლო აგრარული სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარებდება.