წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახოების უკანონო ჭრის ფაქტი იმერეთში
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული – წაბლის სახოების უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივმა სამართალდამღრვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზაინის დაანგარიშება.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყენაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.

