აგროსიახლეები

საქართველო–აზერბაიჯანის აგროსასურსათო პარტნიორობა ახალი ეტაპზე გადადის

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტმა საქართველოში ევროკსტანდრტებისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საწარმოებსა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურას ხაზი გაუსვა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა როგორც წარმოების პრაქტიკული გამოცდილების გაცნობას, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრას.

აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული აგროსასურსათო პარტნიორობის გაღრმავებისა და საერთო ინოვაციური პლატფორმების შექმნის გზაზე.

თანამედროვე წარმოება და ტექნოლოგიები _ ვიზიტი „ფუდ ალიანსში“

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯნუნ მამადოვი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები ქართულ-ფრანგულ ერთობლივ საწარმოს – „ფუდ ალიანსს“ ეწვივნენ.

სტუმრებს კომპანიამ წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი, აღჭურვილობა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ღრმა გაყინვის მეთოდზე – ტექნოლოგიაზე, რომელიც ევროპაში ფართოდ გამოიყენება და საქართველოში პროდუქციის მაღალი ხარისხისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.

„ფუდ ალიანსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟაკ მარი ფლურიმ დელეგაციას მიმდინარე პროექტები, ტექნოლოგიური განახლებები და საწარმოს განვითარების სტრატეგიული გეგმები წარუდგინა. მისი განცხადებით, აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტმამა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გახსნა, მათ შორის კომპანიის აზერბაიჯანის ბაზარზე ოპერირების მიმართულებით.

დელეგაციის ვიზიტი ჯიღაურის მრავალწლოვან კულტურების ბაზაზე

ვიზიტის მეორე ნაწილი ჯიღაურას ბაზაზე გაიმართა, სადაც ქართულ მხარესთან შეხვედრა სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებსა და ტექნოლოგიური გამოცდილების გაცვლას დაეთმო.

ნოდარ ხატიაშვილმა დელეგაციას ცენტრის კვლევითი საქმიანობა, მცენარეთა კოლექციები და ახალი ჯიშების გამოცდის პროცესი გააცნო. შეხვედრაზე ოთხმხრივად გამოიკვეთა სურვილი, მომავალში გააქტიურდეს ერთობლივი კვლევითი პროგრამები, რომლებიც გააძლიერებს რეგიონულ სამეცნიერო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ინოვაციების ჰარმონიზაციას.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ბაზის სამუზეუმო სივრცე – ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიის ამსახველი ექსპონატებით, აგრარული იარაღებითა და საარქივო მასალებით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ნიმუშები, ისე ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული პროდუქტები და აბრეშუმხვევიას უნიკალური კოლექცია.

ვიზიტი ქართული ვაზის საკოლექციო ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაციით დასრულდა.

აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტმა წარმოების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გამოკვეთა.

ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონული აგროსასურსათო სექტორის განვითარებისთვის, ღირებულ პლატფორმას ქმნის, რომელიც ინოვაციებზე, ცოდნის გაზიარებასა და საერთო ეკონომიკურ წარმატებაზე იქნება დაფუძნებული.