აგრარული განათლებადარგებიმებაღეობასტატიები

ორგანული ვაშლი საუკეთესო სამკურნალო მცენარე მთებიდან

კაცობრიობა კულტურული ვაშლის მოყვანა თითქმის 5 000 წელია მისდევს. ერთ-ერთი ვერსიით გაკულტურებული ვაშლის  სამშობლო თანამედროვე სამხრეთ ყაზახეთისა და ყირგიზეთის ტერიტორიაა (ალატაუს მთების მთისწინეთი), სადაც სივერსის ვაშლის ხე, (საიდანაც მომდინარეობს მოშინაურებული ვაშლის ხე), დღემდე ველურად იზრდება.
სხვა ვერსიით, ის თავდაპირველად კასპიისა და შავ ზღვებს შორის მთიან  ტერიტორიაზე იზრდებოდა და იქიდან მსოფლიოს სხვა ნაწილებში გავრცელდა.

 დღეს ვაშლის  10 ათასზე მეტი ჯიშია ცნობილი, მათგან საქართველოში 200 ცნობილი, ყველაზე უფრო გავრცელებული კი ხალხური სელექციით მიღებული  ჯიშებია: თურაშაულიკეხურაძუძუვაშლა და სხვა, რომლებიც მაჟალოს უშუალო მონაწილეობით არის წარმოშობილი.

ვაშლი მნიშვნელობა

ვაშლი საშუალოდ შეიცავს 52 კ/კალ-ს 100 გრამზე, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია ჯიშზე და მისი წარმოების წესზე. ვაშლი სხვადასხვა ფერისაა: ღია ყვითელი და მწვანედან მუქ წითლამდე. მათი ტექსტურა და არომატიც განსხვავდება, წვნიანიდან მკვრივამდე და ზედმეტად მჟავედან ტკბილამდე. კალორიების გარდა, ერთი ხილი შეიცავს 4 გრამ ბოჭკოს და C ვიტამინის რეკომენდებული დღიური ნორმის 14%-ს. პოლიფენოლები, რესვერატროლი და სხვა სასარგებლო ნაერთები ფასდაუდებელ სარგებელს იძლევა.

ვაშლის 10 საუკეთესო სარგებელი ჯანმრთელობისთვის:

  1. ხელს უწყობს წონის კონტროლს.

ეს ხილი მდიდარია ბოჭკოთი და წყლით, ამიტომ ისინი ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას და წონის დაკლებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც სადილი ვაშლის ნაჭრებით დაიწყეს, საშუალოდ 200 კალორიით ნაკლებს მიირთმევდნენ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს მთლიანი ხილი და არა ვაშლის პიურე ან წვენი.

  1. ზრდის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ნაწლავებში.

ვაშლის პექტინი მოქმედებს როგორც პრებიოტიკული და ნორმალიზებს მიკრობიომს დისბიოზის დროს. საჭმლის მონელებისას, საკვები ბოჭკოები გადის წვრილ ნაწლავში და შედის მსხვილ ნაწლავში, სადაც კვებავს სასარგებლო ნაწლავის ბაქტერიებს. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს ხელს უწყობს წონის დაკლებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

  1. ხელს უშლის კიბოს ფორმირება განვითარებას.

ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ ვაშლის საკვები ბოჭკოები და პოლიფენოლური ნაერთები გავლენას ახდენენ ესტროგენის ფუნქციაზე და ამით ამცირებენ ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ვაშლი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან მსხვილი ნაწლავის კიბოსწინარე დაზიანებებს.

  1. იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

დღეში ერთი ვაშლის მირთმევა ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის შემცირებას და გულის დაავადებების რისკის განახევრებას. ხილში შემავალი პოლიფენოლური ანტიოქსიდანტები ასევე ამცირებენ ათეროსკლეროზის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და გულის შეტევა.

  1. დიაბეტის პრევენცია.

კანსა და რბილობში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს პანკრეასის უჯრედებს დაზიანებისა და ანთებისგან, 28%-ით ამცირებს მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს. წითელი ხილის კანი შეიცავს რესვერატროლს, წითელი ღვინის მსგავსს. ის არეგულირებს არტერიულ წნევას, კარგია ტვინისა და სახსრებისთვის და იცავს კიბოსგან, ხელს უშლის კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.

  1. იმუნიტეტის გაძლიერება და ასთმის მკურნალობა.

ხილში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს ფილტვებს ჟანგვითი დაზიანებისგან. ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელშიც 68 000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ მათ, ვინც ვაშლს უფრო ხშირად მიირთმევდა, ასთმის 10%-ით დაბალი რისკი ჰქონდათ. მეცნიერები თვლიან, რომ ეს შედეგი განპირობებულია კვერცეტინით, ფლავონოიდით, რომელიც აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და ებრძვის ანთებას.

  1. მჟავა რეფლუქსის შემცირება.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) ვითარდება, როდესაც საკვები საყლაპავში ბრუნდება, რაც იწვევს ტკივილს, გაღიზიანებას, გულძმარვას და უსიამოვნო მჟავე გემოს პირში. ვაშლის რაციონში დამატება ამცირებს GERD-ის სიმპტომებს. ეს უფრო შესაფერისი და უსაფრთხო გამოსავალია, ვიდრე ანტირეფლუქსური მედიკამენტების ყოველდღიური მიღება.

  1. ძვლის სიმკვრივისა და სიმტკიცის გაზრდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მეტი ვაშლის მიღება ამცირებს ბარძაყის მოტეხილობის რისკს. ბოჭკოსა და C ვიტამინის გარდა, რბილობი შეიცავს უნიკალურ ფლავონოიდს, ფლორიცინს. ფრანგმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ის ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას პოსტმენოპაუზურ ქალებში.

  1. იცავკუჭ მედიკამენტებისგან.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებიმა, რომლებიც ცნობილია როგორც ტკივილგამაყუჩებლები, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი. გაყინული ვაშლის ექსტრაქტი და ორი მცენარეული ნაერთი – ქლოროგენის მჟავა და კატექინი – იცავს კუჭის უჯრედებს დაზიანებისა და  განადგურებისგან.

  1. ტვინის დაავადებების პრევენცია.

ვაშლის წვენი ამცირებს ტვინის ქსოვილში მავნე აქტიური ნაერთების რაოდენობას, ხელს უწყობს გონებრივ განვითარებას ნეიროტრანსმიტერი აცეტილქოლინის შენარჩუნებით, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული იმპულსების გადაცემაზე. ალცჰაიმერის დაავადების დროს აცეტილქოლინის დაბალი დონე დაფიქსირდა.

ამასთანავე ორგანულად წარმოებული ვაშლი, გამორჩეულია სხვა სამკურნალო თვისებებითაც  და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ საკვებ კულტურას ადამიანის ჯანმრთელობისთვის:

ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები: ბუნებრივად, ორგანულად მოყვანილი ვაშლი შეიცავს მაღალი კონცენტრაციით კვერცეტინს, კატეხინს და სხვა პოლიფენოლებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან. კვლევები აჩვენებს, რომ ორგანული ვაშლი შეიცავს 15-20%-ით მეტ ანტიოქსიდანტს ვიდრე ტრადიციული მეთოდებით მოყვანილი.

             ვიტამინები და მინერალები  ვაშლში

 ორგანულად მოყვანილი ვაშლი მდიდარია:

  • ვიტამინი C -თი რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს  იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
  • ვიტამინი K – სისხლის შედედების პროცესებისთვის;
  • კალიუმი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდასაჭერად;
  • B-ჯგუფის ვიტამინები – ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის;

ბოლქვები: ვაშლის კანში მოთავსებული ბუნებრივი ბოლქვები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ნაწლავების ჯანსაღ ფუნქციონირებას.

საქართველო, როგორც ვაშლის ერთ-ერთი სამშობლო ფლობს უნიკალურ გენეტიკურ რესურსს ენდემური ვაშლის ჯიშების სახით. ეს ჯიშები იდეალურად არის ადაპტირებული ადგილობრივ ბუნებრივ კლიმატურ პირობებთან, გამოირჩევიან მაღალი რეზისტენტობით დაავადებებისა  და მავნებლებისადმი. რაც ჯანსაღი, ორგანული პროდუქტების მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  ფაქტორია.

ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული ვაშლის წარმოება ეყრდნობა ორგანული სოფლის მეურნეობის პრინციპებს:

  1. ჯანმრთელობას;
  2. ეკოლოგიას;
  3. სამართლიანობას
  4. ზრუნვას.

რომლებიც  შემუშავდა და დამტკიცდა ორგანული მოძრაობის  საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) მიერ 28.09.2005   წელს.

    ჯანმრთელობის პრინციპის შესაბამისად  ორგანულმა სოფლის მეურნეობამ უნდა დაიცვას ნიადაგის, მცენარეების,  ცხოველთა, ადამიანების, დედამიწის   ჯანმრთელობა.

ეკოლოგიის პრინციპის შესაბამისად ორგანული სასოფლო სამეურნეო წარმოება უნდა იდგეს ბუნებრივი ეკოლოგიური პრინციპებსა და ციკლებზე. იმუშაოს, მხარი დაუჭიროს, იცხოვროს მათთან და ხელი შეუწყოს მათ.

სამართლიანობის პრინციპი

ორგანული სოფლის მეურნეობა უნდა დაეყრდნოს  იმ პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანობას  გარემო პირობების ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.

 ზრუნვის პრინციპი

ორგანული სოფლის მეურნეობის მართვას უნდა ქონდეს პრევენტიული და პასუხისმგებლური ხასიათი  მომავალი თაობების კეთილდღეობის  და გარემოს მომავლის დაცვის მიზნით.

საქართველოში ორგანული წარმოების იურიდიული საფუძველია

საქართველოს მთავრობის N 149 დადგენილება ,,ტექნიკური  რეგლამენტი ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური), წარმოების წესებისა და    ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) , პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“.

ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ორგანული წარმოების პრინციპებს, ადგენს ორგანულ წარმოებასთან, სერტიფიცირებასთან, ეტიკეტირებისა და რეკლამირებისას ორგანული წარმოების აღმნიშვნელი ნიშანდების გამოყენებასთან, ორგანული წარმოების და ორგანული პროდუქტების კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ  წესებს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცოცხალი ან გადაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის თესლისა და მცენარის სხვა რეპროდუქციული მასალის, გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, რომლებიც მოიხმარება,  როგორც სურსათი და ცხოველის საკვები, ორგანული პროდუქტის მწარმოებლებმა არ უნდა დაივიწყონ ის,  რომ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ორგანული წარმოება მოიცავს ორგანული სასუქებისა და კომპოსტის გამოყენებას, ბიოლოგიური მავნებლების კონტროლის მეთოდებს, მულჩირებას, ადგილობრივი გამძლე ჯიშების შერჩევას, ორგანული მცენარეთა დაცვის საშუალლებებისა და წყლის რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

 ორგანული ვაშლის უპირატესობა ჯანმრთელობისთვის

 ვაშლი შედის „ბინძური თორმეტეულის“ სიაში – იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც ტრადიციული წარმოებისას ყველაზე მეტ პესტიციდებს შეიცავს.  ორგანული ვაშლი კი:

  • არ შეიცავს პესტიციდების ნარჩენებს;
  • მდიდარია ბუნებრივი ვიტამინებითა და მინერალებით;
  • უზრუნველყოფს უკეთეს გემოსა და არომატს;
  • ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას;
  • აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციებს;
  • ამცირებს შაქრიანი დიაბეტის რისკს;
  • ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.

ქართული ვაშლის ჯიშები და მათი ეკოლოგიური პოტენციალი

საქართველოში, როგორც მთიან ქვეყანაში, საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბდა მრავალი ენდემური ჯიში, რომლებიც უნიკალურ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს.

მთავარი ენდემური ჯიშები საქართველოში.

კეხურა – შიდა ქართლის უძველესი ჯიშია, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ბუნებრივად ადაპტირდა მთიან პირობებთან. გამძლეა დაავადებების მიმართ, გამორჩეულია ტკბილი და არომატული ნაყოფით.

შაქარა – მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ჯიშია, რომელიც იდეალურად არის ადაპტირებული მთის პირობებთან და მედეგია სოკოვანი დაავადებების მიმართ.

სინაპი – გავრცელებულია აჭარაში და სამეგრელოში, კარგად ეგუება მაღალ ტენიანობას და წარმოადგენს ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ორგანულ ჯიშს.

ხიდისთავის რენეტი – შიდა ქართლის ენდემური ჯიშია, გამოირჩევა მაღალი შენახვის უნარით და გამძლეობით გვალვისა და ყინვების მიმართ.

ქართული სინაპი – გავრცელებულია იმერეთში, კარგად ეგუება ნიადაგისა და კლიმატის მრავალფეროვან პირობებს.

მულტიფუნქციური გამოყენება: ენდემური ჯიშები შესაფერისია როგორც ახალი მოხმარებისთვის, ისე გადამუშავებისთვის, რაც მათ კომერციულ ღირებულებას ზრდის.

ეკოლოგიური პერსპექტივა: ორგანული ვაშლის ბაღები და გარემო

ნიადაგის ჯანმრთელობის გაუმჯობესება

ბუნებრივი ორგანული მეთოდები აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურასა და ბიოლოგიურ აქტივობას. საქართველოს სხვადასხვა მთიან რეგიონში (შიდა ქართლი, კახეთი, სამეგრელო და აჭარა) ორგანული მეთოდებით დამუშავებული ნიადაგი შეიცავს 30-40% მეტ ორგანულ ნივთიერებას, რაც ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას.

წყლის რესურსების დაცვა ორგანული ვაშლის ბაღები:

  • მოიხმარს 20-30%-ით ნაკლებ წყალს ტრადიციულ ბაღებთან შედარებით;
  • ამცირებენ წყლის დაბინძურებას სინთეტური პესტიციდებისა და სასუქების არგამოყენებით;
  • იცავენ მიწისქვეშა წყლებს;
  • უზრუნველყოფენ სუფთა წყლის რესურსების მდგრადობას.

ბიომრავალფეროვნების გაზრდა ორგანულ ვაშლის ბაღებში:

  • დამამტვერიანებელი მწერების რაოდენობა 40-100%-ით მეტია;
  • ქართული ვაშლის ჯიშების მრავალფეროვნება (100-ზე მეტი ადგილობრივი ჯიში) წარმოადგენს გენეტიკური ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან რესურსს;
  • ხელს უწყობს სასარგებლო ორგანიზმების განვითარებას;
  • ქმნის ბალანსირებულ ეკოსისტემას.

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა

ბუნებრივი ორგანული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა:

  • ხელს უწყობს ნიადაგში ნახშირბადის დაგროვებას (250-450 კგ/ჰა წელიწადში);
  • მოითხოვს ნაკლებ ენერგიას სინთეტური სასუქებისა და პესტიციდების წარმოების გარდა;
  • ამცირებს სათბურის გაზების ემისიას;
  • აძლიერებს აგროეკოსისტემის რეზილიენტობას კლიმატის ცვლილების მიმართ.

ეკონომიკური პერსპექტივა: ქართული ვაშლის ჯიშების კომერციული პოტენციალი, ბაზრის ტენდენციები და მოთხოვნა

გლობალური ტენდენციები:

  • ორგანული საკვების გაყიდვები ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდება;
  • მსოფლიო ბაზარზე მზარდია მოთხოვნა ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე;
  • ქართველი მომხმარებლების უმეტესობა მზადაა გადაიხადოს  მეტი თანხა ბუნებრივი ორგანული, ტრადიციული ჯიშის ვაშლის შესაძენად;
  • საერთაშორისო ბაზარზე პრემიუმ სეგმენტში ქართული ენდემური ჯიშების მოთხოვნა იზრდება.

ფასწარმოქმნის სტრატეგიები

ორგანული ვაშლი იყიდება  უფრო მაღალ ფასად ტრადიციულ ვაშლთან შედარებით. პრემიუმ ფასის მიღება შესაძლებელია:

გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენებით _ ქართული ენდემური ჯიშების უნიკალური წარმოშობის დადასტურება ზრდის პროდუქტის ღირებულებას;

ისტორიული ნარატივის შექმნით _ მთიანი რეგიონებიდან წამოსული უძველესი ორგანული კულტურის ისტორიის გამოყენება მარკეტინგში;

ბიოდინამიური მეთოდების გამოყენებით _ ყველაზე მაღალი სტანდარტის ბუნებრივი ორგანული წარმოება;

სამკურნალო თვისებების აქცენტირებით _ ორგანული ვაშლის გამორჩეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია.

ხარჯების სტრუქტურა და მომგებიანობა

ბუნებრივი ორგანული ვაშლის წარმოების ძირითადი ხარჯებია:

შრომითი ხარჯები (30-40%) _ ორგანული წარმოება მოითხოვს მეტ ხელით შრომას, რაც ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

შპს ბიოაგროს მიერ გამოშვებული ბიოლოგიური მცენარეთა დაცვის საშუალები და რეკომენდირებული ორგანული ვაშლის წარმოების ტექნოლოგია _ 20 25 %-ით უფრო იაფია და საბოლოო ჯამში ამცირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას.

სერტიფიკაციის ხარჯები _  რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსადეგია პრემიუმ ფასების მიღებისთვის.

წყლის რესურსები _  ორგანული მეთოდები ზოგავს 20-30% წყალს.

მარკეტინგი და დისტრიბუცია _ ზრდის ხარჯებს 10-15%-ით, მაგრამ უზრუნველყოფს ბაზარზე წვდომას და ბრენდის ცნობადობას.

გრძელვადიანი მომგებიანობა

მიუხედავად მაღალი საწარმოო ხარჯებისა, პრემიუმ ფასები და მზარდი ბაზარი უზრუნველყოფს ეკონომიკურ მომგებიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში:

  • პრემიუმ სეგმენტში მაღალი ფასები;
  • მზარდი ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნა;
  • საექსპორტო პოტენციალი ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრებზე;
  • ბრენდის ღირებულების ზრდა დროთა განმავლობაში;
  • ფერმერული ეკონომიკის გაძლიერება და სოფლის განვითარება.

ეკონომიკური გავლენა ქვეყნის მასშტაბით

ბუნებრივი ორგანული ვაშლის წარმოების განვითარება საქართველოში:

ქმნის სამუშაო ადგილებს: როგორც ორგანული ბაღების მოვლაში, ისე გადამუშავებასა და დისტრიბუციაში.

ზრდის საექსპორტო შემოსავლებს: პრემიუმ პროდუქტის ექსპორტი უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის შემოდინებას.

აძლიერებს ბრენდ საქართველოს: როგორც ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ორგანული პროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა.

უზრუნველყოფს რეგიონულ განვითარებას: განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც ალტერნატიული შემოსავლის წყაროები შეზღუდულია.

ხელს უწყობს აგროტურიზმს: ორგანული ბაღები და ვაშლის მოსავლის აღების ტურები იზიდავს ტურისტებს.

ტრადიციული სამკურნალო გამოყენება და თანამედროვე პრაქტიკა

მთიანი რეგიონების სამკურნალო ტრადიციები

კავკასიის მთიანეთში საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივ ვაშლს იყენებდნენ სამკურნალო მიზნებისთვის:

  • ხმელი ვაშლი – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ;
  • ვაშლის ძმარი – სისხლის გასასუფთავებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად;
  • ვაშლის კანი – გულძმარვის და სისუსტის დროს;
  • ვაშლის წვენი – ანემიისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს.

თანამედროვე სამკურნალო გამოყენება

დღესაც, ბუნებრივი ორგანული ვაშლი რეკომენდებულია:

  • დეტოქსიკაციის პროგრამებში;
  • პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში;
  • სპორტსმენთა დიეტაში;
  • ბავშვთა კვებაში;
  • პრევენციულ მედიცინაში.

სამთავრობო პოლიტიკა და მხარდაჭერის მექანიზმები

რეკომენდაციები განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ, ფერმერებმა და სამეცნიერო საზოგადოებამ უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ბუნებრივი ორგანული ვაშლის წარმოების განვითარებისთვის:

სერტიფიკაციის მხარდაჭერა: სერტიფიკაციის ხარჯების სუბსიდირება მცირე და საშუალო ფერმერებისთვის.

ტრენინგ პროგრამები: ფერმერთა გადამზადება ორგანული მეთოდებისა და ადგილობრივი ენდემური ჯიშების კულტივირების საკითხებში.

კვლევა და განვითარება: ქართული ენდემური ჯიშების გენეტიკური შესწავლა და მათი ორგანული წარმოების ოპტიმიზაცია.

მარკეტინგული მხარდაჭერა: ქართული ორგანული ვაშლის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ინფრასტრუქტურის განვითარება: გაყინვისა და შენახვის ობიექტების მშენებლობა მთიან რეგიონებში.

ბუნებრივი ორგანული ვაშლის წარმოება საქართველოს მთავრობის N 149 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის, გარემოს და საზოგადოების ჯანმრთელობის მდგრადი გაძლიერებისათვის. საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა და ვაშლის ერთ-ერთი სამშობლო, ფლობს უძველეს _ ენდემურ ჯიშებს, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბდნენ და შეინარჩუნეს უნიკალური თვისებები.

ქართული ჯიშების ადაპტაცია ადგილობრივ მთიან კლიმატურ პირობებთან, მათი ბუნებრივი მაღალი რეზისტენტობა  მავნებლებისა და დაავადებების მიმართ და გამორჩეული სამკურნალო თვისებები ქმნის  მდგრად  საფუძველს ორგანული ტექნოლოგიებით ვაშლის  ჯანსაღი პროდუქტების წარმოებისთვის.

  ორგანული ვაშლის წარმოება არა მხოლოდ ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, არამედ ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას, იცავს წყლის რესურსებს, ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას  ეხმარება კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენების შერბილებას, პრევენციას და  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Willer, H., & Lernoud, J. (Eds.). (2023). The World of Organic Agriculture: Statistics and Emerging Trends 2023. Research Institute of Organic Agriculture (FiBL) & IFOAM.

2. Harris, S. A., Robinson, J. P., & Juniper, B. E. (2002). Genetic clues to the origin of the apple. Trends in Genetics, 18(8), 426-430.

3. Crowder, D. W., & Reganold, J. P. (2015). Financial competitiveness of organic agriculture on a global scale. Proceedings of the National Academy of Sciences, 112(24), 7611-7616

4. (2021). The State of Food and Agriculture 2021. Making agrifood systems more resilient to shocks and stresses. Rome: Food and Agriculture Organization of the United Nations

5. საქართველოს მთავრობის დადგენილება N 149 ,,ტექნიკური რეგლამენტი ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) , წარმოების წესებისა და    ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) , პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (2022). სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2021-2027. თბილისი.

7. ქეთევან ნადირაძე, მარიამ გოგიაშვილი. (2020). საქართველოს ვაშლის ენდემური ჯიშების შესწავლა და კონსერვაცია. აგრარული მეცნიერება, 18(3), 45-58

8. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ბოტანიკის ინსტიტუტი. (2019). საქართველოს კულტურული მცენარეების გენეტიკური რესურსები. თბილისი: უნივერსალი.

9. მინდელი, თ., & ყიფიანი, ნ. (2018). ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ეკონომიკა და ბიზნესი, 7(2), 112-128.

ნინო ბჟალავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,

კობა კობალაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,

ხათუნა ყიფიანი, ბიოლოგიის დოქტორი, ექიმი ფარმაცევტი