როგორ შევინახოთ მზა კერძები მაცივარში სწორად
საახალწლო დღეები სუფრით, სტუმრებითა და უხვი კერძებით არის სავსე. როცა ოჯახში ტრადიციული გემოები ერთმანეთს ენაცვლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღესასწაულის შემდეგ დარჩენილი კერძები უსაფრთხოდ და სწორად შევინახოთ.
სურსათის სწორი შენახვა არა მხოლოდ გემოსა და ხარისხის შენარჩუნებას, არამედ ოჯახის ჯანმრთელობის დაცვასაც უზრუნველყოფს.
სწორედ ამიტომ, ახალი წლის დღეებში მაცივრის სწორი გამოყენება ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვან დეტალად იქცევა.
გაითვალისწინეთ, გადავსებულ მაცივარში სურსათი ცუდად ინახება!
მაცივრის კარს ხშირად ნუ გამოაღებთ, რადგან ეს ხელს უშლის ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნებას!
მაცივარში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +5°C-ს.
სურსათი შეინახეთ სუფთა თავდახურულ კონტეინერებში!
მაცივარში სურსათის სწორი განთავსება:
◊ ზედა თარო – მზა კერძები;
◊ შუა თარო – რძის ნაწარმი;
◊ ქვედა თარო – ნედლი ხორცი/თევზი;
◊ კარები – სასმელები, სოუსები;
◊ ბოსტნეულის უჯრები – ხილი, ბოსტნეული.
მალფუჭებადი სურსათი (მზა კერძები, ხორცი, თევზი) ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტი ხნით არ დატოვოთ!
მზა სურსათის მოხმარება, უმეტეს შემთხვევაში, რეკომენდებულია 24-48 საათის განმავლობაში!
საახალწლო სუფრის შემდეგ, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება კერძების შენახვისადმი დღესასწაულის მშვიდად გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
მაცივრის სწორი ტემპერატურა, სისუფთავე და სურსათის გონივრული განთავსება – შესაძლებელია როგორც სურსათის უსაფრთხოების, ისე მისი გემოვნური თვისებების შენარჩუნება.
მარტივი წესების დაცვით ახალი წელი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ მთელი ოჯახისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელი იქნება.

