იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 32 ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს მონიტორინგის შედეგად, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნის მასშტაბით 32 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
გამოვლენილი შემთხვევების უმრავლესობა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება.
-
ამოღებულია 112 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, რომელიც „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
-
რეგიონების მიხედვით სამართალდარღვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (10 ფაქტი) კახეთში დაფიქსირდა, რასაც სამეგრელო-ზემო სვანეთი (5) და ქვემო ქართლი (4) მოჰყვება.
-
სხვა დარღვევები: გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 შემთხვევა და 1 არალეგალური სახერხი საამქრო კახეთში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცათ. სააგენტო აგრძელებს მკაცრ კონტროლს ტყის ფონდის დასაცავად.

