აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ყაზახეთში, რა მდგომარეობაა  საქართველოში

ყაზახეთში შრომის ნაყოფიერების დონე ($5 ათასი ერთ დასაქმებულზე) მნიშვნელოვნად დაბალია მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით ($33,5 ათასი ბელარუსში და $18 ათასი რუსეთში), რომ არაფერი ვთქვათ მოწინავე ქვეყნებზე.
ერთ-ერთი მიზეზი თანამედროვე აგროტექნოლოგიების ნაკლებად აქტიური დანერგვაა.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის წარმოების ეფექტიანობის 2,5-ჯერ გაზრდას ისახავს მიზნად.

ამის მიღწევა აგრობიზნესში შემდეგი კომპონენტების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება:

  • სამეცნიერო და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა;
  • საუკეთესო სელექციის თესლების გამოყენება;
  • მინერალური სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ფართობების გაზრდა.

ყაზახეთის მთავარი გამოწვევა დაბალი პროდუქტიულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უზარმაზარი მიწის რესურსი აქვს, ერთ დასაქმებულზე $5000-იანი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სექტორი ჯერ კიდევ ექსტენსიურია (ეყრდნობა ფართობს და არა ტექნოლოგიას).

საქართველოში ვითარება კიდევ უფრო სპეციფიკურია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია სამუშაო ძალის დაახლოებით 18-19%, ამ სექტორის წილი მშპ-ში მხოლოდ 6-7%-ია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოშიც შრომის ნაყოფიერება დაბალია, რაც გამოწვეულია:

  • მიწების დანაწევრებით – მცირე ზომის ნაკვეთებზე (საშუალოდ 1.25 ჰა) რთულია თანამედროვე გაბარიტიანი ტექნიკის გამოყენება;
  • ტექნოლოგიის და მექანიზაციის დაბალი დონით – ძველი ტექნიკა და ხელით შრომის მაღალი წილი, თოხი კვლავ ძირითადი სასოფლო-სამეურნე იარაღია;
  • თესლისაქართველო დიდწილად იმპორტირებულ სათესლე მასალაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი სელექცის დარგი არ ვითარდება;
  • ქართველი ფერმერების დიდი ნაწილი სასუქებს არასწორი დოზირებით ან საერთოდ არ იყენებს, რაც ნიადაგის გამოფიტვას იწვევს;
  • კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა (მაგ: ფაროსანა) უაღრესად გართულებულია.

ყაზახეთი აქცენტს აკეთებს სოფლის მეურნეობის წარმოების ეფექტიანობის 2.5-ჯერად ზრდაზე, რაც მხოლოდ ინტენსიური მეურნეობითაა შესაძლებელი.

ყაზახეთის გეგმა (5 წელიწადში 2.5-ჯერადი ზრდა) ძალიან ამბიციურია. ეს არა მხოლოდ ფულს, არამედ ცოდნის ამაღლებასაც მოითხოვს.

მაგალითად: მეცხოველეობა ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგია, თუმცა გამოწვევები და მასშტაბები რადიკალურად განსხვავებულია.

ყაზახეთი აქცენტს აკეთებს გლობალურ ექსპორტზე, საქართველო კი შიდა ბაზრის თვითუზრუნველყოფასა და ნიშურ პროდუქციაზე.

ყაზახეთს აქვს უზარმაზარი საძოვრები (მსოფლიოში მე-5 ადგილი), რაც მას საშუალებას აძლევს, ორიენტირებული იყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობრივ ზრდაზე, ამიტომ ყაზახეთი აქტიურად ახორციელებს „გენეტიკური პოტენციალის გაუმჯობესების“ პროგრამას, შემოჰყავთ საუკეთესო ჯიშები (ანგუსი, ჰერეფორდი) აშშ-დან და ავსტრალიიდან; ნერგავს და იყენებს ციფრული ფერმის მართვის სისტემებს და ცხოველების ელექტრონული პასპორტიზაციი ფომას.

ყაზახეთის სოფლის მეურნეობისთვის ზოგიერთ რეგიონში საკმაოს მწვავედ დგას წყლის რესურსების ნაკლებობა, დეფიციტის შორი მანძილიდან შევსება _ ტრანსპორტირება, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვს.

საქართველოში მეცხოველეობა უფრო მეტად საოჯახო მეურნეობებზეა დაფუძნებული, რაც წარმოების ეფექტურობას ამცირებს.

აქცენტი  ადგილობრივი ჯიშების (მაგ: მთის წითელი ძროხა) შენარჩუნებასა და პროდუქტიულობის გაზრდაზე კეთდება.

მართალია ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები (HACCP), რაც აუცილებელია ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად, მაგრამ ეს ჯერ საგრძნობ ეფექტს არ იძლვა.

საქართველოს მეცხოველობისათვის ერთ-ერთ ძირითად ხელშემშლელ ფაქტორად რჩება საკვები ბაზის სიმცირე და ზამთრის პერიოდში ხარისხიანი თივის/სილოსის ნაკლებობა.

ძირითადი ინდიკატორების შედარება

მახასიათებელი

ყაზახეთი

საქართველო

მთავარი მიმართულება

მეხორცული მეცხოველეობა

მერძევეობა და მეხორცული (შერეული)

წარმოების მოდელი მსხვილი ინდუსტრიული ფერმები მცირე და საშუალო საოჯახო მეურნეობები
ტექნოლოგიური ფოკუსი

გენეტიკა და სელექცია

ვეტერინარია და საკვები ბაზა

რა უნდა ისწავლოს საქართველომ ყაზახეთისგან (და პირიქით)?

  1. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყაზახეთის მიმდინარე კოოპერაციის მაგალითი.
  2. ყაზახეთში სახელმწიფო აქტიურად ეხმარება მცირე ფერმერებს გაერთიანდნენ, რათა მათ ერთობლივად შეიძინონ ძვირადღირებული ტექნიკა, ააშენონ ფერმები, სასაკლაოები და ხორცის გადამმუშავებელი საწარმოები.
  3. ყაზახეთისთვის საქართველოს გამოცდილებიდან შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ბიოწარმოების და ადგილობრივი ნიშური პროდუქტების (მაგ: ქართული ყველი, რომელიც დაცულია ადგილწარმოშობის დასახელებით) ბრენდირება, რაც პროდუქტს დამატებით ღირებულებას სძენს.

ორივე ქვეყანაში მეცხოველეობის პროდუქტიულობის 2.5-ჯერ გაზრდის ფორმულა ერთია: ნაკლები რაოდენობა, მეტი პროდუქტიულობა. ერთი მაღალპროდუქტიული ძროხა, რომელიც წელიწადში 6000 ლიტრ რძეს იძლევა, ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე სამი ძროხა, რომლებიც ჯამში იმავე რაოდენობას აწარმოებენ, მაგრამ სამმაგ საკვებსა და მოვლას საჭიროებენ.

როგორც ყაზახეთისთვის, ისე საქართველოსთვის, გამოსავალი არ არის მსხვილი ფერმების და ნათესების ფართობის უბრალო ზრდა. მთავარია ჭკვიანი სოფლის მეურნეობა (Smart Farming): ცოდნის გაღრმავება, წვეთოვანი რწყვის, ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის, ზუსტი მექანიზაციის და სხვა თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა.