საქართველომ „ღვინის ეროვნული დღე“ პირველად აღნიშნა _ ტრადიცია, მეცნიერება და საერთაშორისო აღიარება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 8 მაისი ქვეყნის კალენდარში ახალი, მნიშვნელოვანი თარიღით ჩაიწერა, აღინიშნა „ღვინის ეროვნული დღე“.
„ღვინის ეროვნული დღე“ მიზნად ისახავს ქართული ღვინის, როგორც ეროვნული იდენტობისა და 8000-წლიანი უწყვეტი ისტორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნა თბილისში მასშტაბური ღონისძიებებით _ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით დაიწყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა.
კონფერენცის მისასალმებელი ვრცელი სიტყვით მიმათა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციის ას მსოფლიო დონის ღვინის მაგისტრები და ექსპერტები მონაწილეობენ.
კონფერენციაზე განიხილეს მსოფლიო ღვინის ბაზრის გამოწვევები და ქართული ღვინის: აშშ-ის, ევროპისა და აზიის მიმართულები ექსპორტის პერსპექტივები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სამინისტროს ბაზაზე მოქმედი კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს ასეულობით უნიკალური ადგილობრივი ჯიშის დაცვასა და განვითარებაზე, რაც ქართულ ღვინოს მსოფლიოში გამორჩეულ მრავალფეროვნებას ანიჭებს.
„ღვინის ეროვნული დღის“ ფარგლებში, გუდიაშვილის ისტორიულ მოედანზე მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.
მოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ და გაცნობოდნენ სხვადასხვა რეგიონის მარნების პროდუქციასა და ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს.
ღონისძიებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.
„ღვინის ეროვნული დღის“ დაწესება არ არის მხოლოდ სიმბოლური აქტი; ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის, ტურიზმისა და აგრარული სექტორის გასაძლიერებლად. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ეს დღე გახდება ტრადიცია, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას მსოფლიო რუკაზე და თაობებს შორის მემკვიდრეობით კავშირს შეინარჩუნებს.

