დარგებიმედია

შინ დამზადებული ეფექტიანი ხაფანგი ჭიანჭველების წინააღმდეგ

სამზარეულოში თუ ჭიანჭველები შენიშნეთ, იცოდეთ, რომ ისინი შემთხვევით არ მოსულან _ ე.ი. მზვერავმა ფერომონული კვალი დატოვა და მთელი რაზმით დაბრუნდა უკან.

ერთი ჭიანჭველას მოკვლა არაფერს ცვლის, სხვები ზუსტად იმავე ბილიკით გესტუმრებიან.

სპრეი მხოლოდ შემოსეული „მტერს“ ანადგურებს, მაგრამ დედოფალი ბუდეში ახლებს აჩენს. ეს ხაფანგი კი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, სწორედ დედოფალამდე აღწევს.

ნარევი, რომელიც კოლონიას ანადგურებს მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა;
  • 1 სუფრის კოვზი ბორის მჟავა (ხელმისაწვდომია აფთიაქებში);
  • ცოტაოდენი თბილი წყალი — იმდენი, რომ სქელი პასტის მსგავსი მასა წარმოიქმნას.

რატომ მუშაობს ეს მეთოდი? მუშა ჭიანჭველები პასტას საკვებად აღიქვამენ, შაქრის პუდრა იზიდავს მათ, ბორის მჟავის წვრილი კრისტალები კი ზედმეტად პატარაა საიმისოდ, რომ იგრძნონ. ისინი პასტას ბუდეში მიიტანენ და მისით გამოკვებავენ დედოფალსა და მატლებს. ბორის მჟავა მწერების მომნელებელ სისტემას შიგნიდან აზიანებს. კოლონია, დედოფლის ჩათვლით, სამიდან ხუთ დღეში იღუპება.

როგორ დავაყენოთ ხაფანგი?

  1. მოათავსეთ პასტა მუყაოს ნაჭრებზე ან ქილის ბრტყელ თავსახურებზე.
  2. დადგით ჭიანჭველების ბილიკებზე, კუთხეში ან ნიჟარის ქვეშ, ნაგვის ურნასთან.
  3. არ მოკლათ ჭიანჭველები, რომლებიც ნაზავს ჭამენ, ისინი ბუდეში უნდა დაბრუნდნენ, თანა საწამლავი წაიღონ.
  4. არ ჩამორეცხოთ ფერომონული ბილიკი, ჭიანჭველები სწორედ ამ გზით უნდა დაბრუნდნენ.

რა არ უნდა გავაკეთოთ?

  • არ შეურიოთ ზედმეტად ბევრი ბორის მჟავა, რადგან ჭიანჭველა მანამ მოკვდება, სანამ საკვებს ბუდეში მიიტანს.
  • არ დაახუროთ სატყუარას თავი, ჭიანჭველებმა ის თავისუფლად უნდა იპოვონ.
  • ამავდროულად, არ მიასხუროთ ძმარი ბილიკს, რადგან ის ფერომონულ კვალს გაანადგურებს და ჭიანჭველები სატყუარასთან აღარ დაბრუნდებიან.

უსაფრთხოების ზომები ბორის მჟავა ტოქსიკურია ადამიანებისა და შინაური ცხოველებისთვის, თუკი მას გადაყლაპავენ. დადგით ხაფანგები ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილებში, მაცივრის უკან, კარადების ქვეშ, სარეცხი მანქანის უკან.

შეცვალეთ პასტა ყოველ სამ დღეში ერთხელ, ის მალე შრება და მიმზიდველობას კარგავს. ეფექტი ორ დღეში გახდება შესამჩნევი, კოლონია კი ერთ კვირაში გაქრება.

ეს მეთოდი არ საჭიროებს სპრეის, არ აქვს სუნი და სრულად ანადგურებს ჭიანჭველებს, თუმცა, მოთმინება გადამწყვეტია, რადგან ხაფანგი შიგნიდან მოქმედებს და არა გარედან.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა