როგორი ამინდები იქნება აპრილში
აპრილი საქართველოში გაზაფხულის ძლევამოსილი თვეა. ბუნება იღვიძებს. სოფლად აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები იწყება.
წინამდებარე მიმოხილვა ეფუძნება საქართთველო რეგიონებში ამინდის ცვლილებებზე მრავალწლიან მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს და შედგენილია ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
მონაცემები მოიცავს ჰაერის საშუალო, მაქსიმალურ და მინიმალურ ტემპერატურებს, ასევე ნალექების მოსალოდნელ რაოდენობას. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია დაეხმარება ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს მინდვრად საგაზაფხულო საქმიანობის სწორად დაგეგმვაში.
საქართველოს ტერიტორიაზე აპრილში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მარტთან შედარებით საშუალოდ 4-6°C-ით მაღალია. შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +13, +15°, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +9, +12°, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +7, +9, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +3, +6°-ს შეადგენს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +17, +20° და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19°-ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +14, +19°-ია, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +11, +14°, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +7, +12°.
აპრილში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 70-125 მმ-ს შეადგენს, ქართლში 40-70 მმ-ს, კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში 50-140 მმ-ს, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებსა და მაღალ მთაში 70-90მმ-ს შეადგენს
დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-14 დღეს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8-16 დღეს.
აპრილში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 40-70 მმ -ს შეადგენს, მთიან და მაღალმთიანი რაიონებში ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შედარებით დაბალია და 30-50 მმ-ს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 20-60 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება აღწევდეს 250-500 მმ-ს წვიმიან და 10-50 მმ-ს გვალვიან წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს წვიმიან და 8-40 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16°C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +5, +2°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +28, +31°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +15, +17°C -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +28, +31°C -მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +13, +15°C-ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +7,+9°C -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -1, -4°C -მდე. ხოლო მაღალმთიან რაიონებში -4, -7°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +26, +29°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +21, +24°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15°C -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -1, -4°C, ხოლო ქვემო ქართლში +3,0°C – მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29°C- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კახეთის რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15°C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3,0°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +10,+13° -ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +7, +8°C-ის _ ფარგლებში.
რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -3,-6°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -8, -11°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +24, +27°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +20, +23°C-მდე მოიმატებს.

